MRI კვლევის ჩატარება სასიამოვნო პროცედურა ნამდვილად არ არის. ის უფროსებსაც უჭირთ, ბავშვებისთვის კი მეტად სტრესულია. კვლევების თანახმად, აპარატის ხმაური ის მთავარი ფაქტორია, რომლის გამოც ბავშვები უფრთხიან ამ პროცედურის ჩატარებას, ან დასტრესილები გამოდიან დასრულების შემდგომ.
Magnetic Stories არის უნიკალური აუდიოწიგნების კოლექცია, რომელიც MRI-ს საოცარ გამოცდილებად აქცევს ახალგაზრდა პაციენტებისთვის. ის Siemens Healthineers-მა შეიმუშავა, როგორც დამატებითი ხელსაწყო თავისი აპარატებისთვის, რომელიც პაციენტებს სტრესს შეუმსუბუქებს. მან ითანამშრომლა წიგნის გამომცემლობასთან, მასთან ერთად ამოარჩია ისტორიები, რომლებიც პატარა მკითხველებს ყველაზე მეტად მოსწონთ და შეიტანა ისინი აუდიოწიგნში. პაციენტს მათი მოსმენა შეეძლება ყურსასმენების მეშვეობით, რომლებიც ახშობს MRI აპარატის ხმაურს და ტომოგრაფიულ კვლევას ერთგვარ ვირტუალურ თავგადასავლად აქცევს.