in

MRKT „სელერებს“, 100 დღით, საკომისიოს უხსნის და სრულად უფინანსებს გზავნილის ტრანსპორტირებას

შოპინგ პლატფორმა MRKT, 22 სექტმბრიდან 100 დღით, 1 იანვრამდე (ახალ წლამდე) ყველა ლოკალურ „სელერს“ საკომისიო გადასახადს მოუხსნის. ასევე, სრულად დაუფინანსებს გზავნილის ტრანსპორტირებას, ქვეყნის მასშტაბით და საქართველოს ფარგლებს გარეთ – 3 კგ-მდე ამანათების გადატანას.

იმის გათვალისწინებით, რომ MRKT, პირველივე დღიდან, ცდილობს, ხელი შეუწყოს საქართველოს და ადგილობრივ წარმოებას, ექსპორტს, აპირებს მის გლობალურ ბაზარზე გაყვანას და ადგილობრივი მეწარმეებისთვის საზღვრების გახსნას, გადავწყვიტეთ, 22 სექტემბრიდან 100 დღით, 1 იანვრამდე (ახალ წლამდე) ყველა ლოკალურ „სელერს“ მოვუხსნათ საკომისიო და დავუფინანსოთ ტრანსპორტირება ნებისმიერი გზავნილზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 3 კგ-მდე ამანათებზე“.

კომპანიის მიზანია, ამ აქციით ხელი შეუწყოს ქართულ წარმოებას და  ქართველ „სელერებს“ გლობალურ ბაზარზე გასვლაში დაეხმაროს.

ვთვლით, რომ საკმაოდ დიდი სარგებელი შეიძლება როგორც კომპანიამ, ისე ინდივიდუალურმა სელერმა ნახოს 0%-იანი საკომისიოსა და უზრუნველყოფილი ტრანსპორტირებიდან. ასევე იმით, რომ მოხდება მათი პრომოუშენი სხვადასხვა მედიუმების საშუალებით, რადგან მთლიანად ჩვენი სტრატეგია „სელერების“ წინ წამოწევაზეა აგებული“.

“MRKT, იგივე „მარკეტი“ სოციალური შოპინგ პლატფორმაა, სადაც ყველაზე დიდი აქცენტი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე მორგებულ ფუნქციონალზე კეთდება. პლატფორმაზე თავს განსაკუთრებული ნივთები და მათი მფლობელები იყრიან. ქართველების ხელშეწყობისა და ლოკალურ ბაზარზე აპლიკაციის გატესტვის შემდეგ, მეორე ეტაპად ძალიან ახლო მომავალში უკვე მისი ამერიკაში „დალონჩვა“ იგეგმება”.

მობილური აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია App Store-დან და Play store-დან.

[R]

„უფლებების მენეჯერი“ ფოტოგრაფებისთვის – Facebook თქვენს საავტორო უფლებებს დაიცავს

როდის და როგორ ავიღოთ შესვენება სამუშაო დღის განმავლობაში?