შოპინგ აპლიკაცია MRKT ბაზარზე აგვისტოს ბოლოს გამოჩნდა და მას შემდეგ მუდმივ სიახლეებს გვთავაზობს. აპლიკაციას, სადაც ნებისმიერ ბრენდს, არტისტს თუ ინდივიდუალურ „სელერს“ შეეძლო დარეგისტრირებულიყო, ეყიდა ან გაეყიდა ნივთი, ნივთების გაჩუქების ფუნქცია ემატება.
კომპანია ლოკალურ ბაზარზე გამოჩენის დღიდან, სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ადგილობრივი „სელერების“ და ექსპორტის ხელშეწყობას. 0% საკომისიო და უფასო ტრანსპორტის გარდა, მათ წახალისება და პოპულარიზაციას კომპანია მათთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს.
„Giveaway ფუნქცია აპლიკაციაში შევიტანეთ. მუდმივ რეჟიმში ვგეგმავთ ლოკალური ბრენდის პროდუქციის გაჩუქებას. ამ ფუნქციის დახმარებით, „სელერებსაც“ ექნებათ საშუალება, სურვილის მიხედვით გააჩუქონ ნებისმიერი ნივთი“.
მსოფლიოში რედისტრიბუციის სერიოზული პრობლემა დგას, რასაც MRKT და ზოგადად, ამ სახის აპლიკაციები ცდილობენ, ნივთებისა და ტანსაცმლისთვის „მეორე სიცოცხლის“ მიცემით ებრძოლონ. „გაჩუქების“ ფუნქცია კიდევ უფრო ამყარებს კომპანიის ერთერთ მთავარ მიზანს და ღირებულებას.
„მძაფრად ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და მაქსიმალურად ვცდილობთ, სხვადასხვა მეთოდით ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ეკომეგობრული აქტივობები. რაც შეეხება თანამშრომლობას, რომელიც მანამდე ვახსენეთ, ლოკალურ ბრენდებთან ერთად, MRKT-სთვის სპეციალური ნივთების ერთობლივად შექმნას ვგეგმავთ
პროდუქციის რეალიზებისთვის, აღნიშნულ “Giveaway” ფუნქციასაც გამოვიყენებთ, თუმცა, აპლიკაციაში მსგავსი ნივთებისთვის იქნება MRKT shop, სადაც ჩვენთვის შექნილი პროდუქცია და სხვა საინტერესო ნივთები გაიყიდება“.
პირველი თანამშრომლობა ამ ფორმით ახალ ქართულ ბრენდ Reckless-თან იგეგმება. MRKT-სთვის ეს თანამშრომლობა სიმბოლური და მნიშვნელოვანია.
„გვიხარია, რომ სწორედ ჩვენი პირველი პარტნიორი ამ კუთხით Reckless იქნება, რომლის მთავარი ღირებულება და მიზანი კრეატიული, თავისუფალი ახალგაზრდობის ხელშეწყობა და წახალისებაა, რომლის გარშემოც თვითგამოხატვის სურვილის თავისუფლებით გაერთიანებული community უკვე შეიქმნა.
ვფიქრობ, ამ ძირითად ღირებულებებსა და სურვილებში ერთმანეთს ვემთხვევით და სწორედ ამიტომ მგონია, რომ თანამშრომლობა ორგანული და წარმატებული იქნება“.
მსგავსი კამპანიების წარმოებას MRKT, ამერიკის „ლონჩის“ შემდეგაც, საქართველოდან აპირებს. კომპანიაში თვლიან, რომ ახალი, „გაჩუქების” ფუნქციონალით და მსგავსი თანამშრომლობით კიდევ უფრო მეტად დაეხმარებიან ადგილობრივ ბრენდებს, არტისტებს და სხვა „კრეატორებს“ რეალიზაციის არეალის გაფართოებაში.
[R]