in

ქართველების ტექ სტარტაპმა MRKT.COM-მა $3 მილიონი მოიზიდა და გუნდის ახალ წევრებს ეძებს

კომპანია ამერიკის ბაზარზე გაშვებისთვის ემზადება და მოდის ინდუსტრიასთან კრიპტო სამყაროს დააკავშირებს

MRKT-ის პირველი ვერსია, საქართველოში, 2020 წელს „გაეშვა“. წარმატებული „ლონჩის“ შემდეგ, კომპანიამ მოიზიდა $3-მილიონიანი ინვესტიცია ამერიკის ბაზარზე გასასვლელად, დაიწყო კომპანიის რეორგანიზაცია და პლატფორმის გაუმჯობესება. ბოლო 1 წლის განმავლობაში, „მრკტ“ ამ განახლებების იმპლემენტაციაზე მუშაობს.

„ვეძებთ ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახალ გამოწვევებთან შეჭიდება, კრეატიულ გადაწყვეტებზე მუშაობა და ვინც მზად არის ექსპერიმენტებისთვის. თქვენ მოგიწევთ მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო გუნდთან ერთად მუშაობა, შესაბამისად, აუცილებელია, ინგლისური ენის ცოდნა“.

შოპინგ აპლიკაცია „მრკტ“ მოდის ინდუსტრიის და კრიპტო სამყაროს დასაკავშირებლად ემზადება. ამ მიზნისთვის ქმნის საერთაშორისო გუნდს და ეძებს დეველოპერებს, დიზაინერებს, კრიპტო, ტექ. და მოდის ენთუზიასტებს. პლატფორმა იყენებს შემდეგ ტექნოლოგიურ „სტეკს“: iOS Swift (AR, ML), node.js/TypeScript, Ethereum (Solidity).

სტარტაპი ხასიათდება როგორც remote-first კომპანია, თუმცა სურვილისამებრ, გუნდის წევრებს შეეძლებათ ოფისშიც მოსვლა, რომელიც მდებარეობს პარლამენტის წინ, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში. გუნდის წევრებს აქვთ 50%-იანი ფასდაკლება arthouse-ში, მდებარე Fitclub-ის სატრენაჟორო დარბაზსა და აუზზე, ასევე 25%-იანი ფასდაკლება The Museum კაფეშ. ასევე, რეორგანიზაციის შემდეგ ყველა თანაშრომელი მიიღებს კომპანიის აქციებს.

„დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ: [email protected]“.

[R]

როგორია თანამედროვე ბიბლიოთეკა საქართველოში? – BTU-ს ბიბლიოთეკის განახლებული კონცეფცია

სტარტაპი Midamo საცალო ვაჭრობის ბიზნესების გაციფრულებას ემსახურება