ტრადიციულად, Ad Black Sea 2022-ზე Marketer.ge-ის პანელურ დისკუსიაზე კვლავაც შეგიძლიათ დასწრება! 16 სექტემბერს, ფესტივალის სტუმრები 18:30-ზე BAHN Batumi-ის სივრცეში მეგობრულად მოკალათდებიან და თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრებენ, მთავარი კითხვით, Are We Th(s)inking?
პანელური დისკუსიის სტუმრები არიან:
გაგა დარსალია – Redberry-ის თანადამფუძნებელი.
თორნიკე ტურიაშვილი – Kraken-ის თანადამფუძნებელი.
ორხან კემიროვი – Endorphin-ის თამფუძნებელი.
ქეთო ბარაბაძე – adjarabet-ის ბრენდის ხელმძღვანელი.
პანელურ დისკუსიას აკო ახალაია წარუძღვება.