in

კიმ კარდაშიანი საკუთარი ბრენდის სარეკლამო კამპანიაში

კიმ კარდაშიანმა კოსმეტიკის ახალი კოლექცია “Mrs West” წარადგინა და ალბათ, არც არავის გაუკვირდება, რომ  სარეკლამო კამპანიის მთავარი პერსონაჟიც თავად გახდა – ფოტოსესია უკვე დასრულდა, კარადაშიანი, საზოგადეობის წინაშე, ვარდებით გაფორმებული კაბით წარსდგა.

 

 

მსახიობმა და ბიზნესვუმენმა, მომხმარებლებს, სიახლე, სოციალური ქსელით აცნობა. უცხოური მედიის ინფორმაციით, კოლექციის ინსპირაცია, თავად კიმ კარდაშიანის მაკიაჟი იყო, რომელიც ქორწილის დღეს ჰქონდა, რეპერ ქეინი უესტზე რომ იქორწინა. ახალი კოლექცია კონკრეტულად საქორწილო მაკიაჟისთვისაა და სარეკლამო კამპანიაში, კიმ კარდაშიანმა ვარდებშემოხვეული სამოსიც ამის ხაზგასასმელად მოირგო. თუმცა, იმ დღისგან განსხვავებით, ფოტოებში, თაიგული ხელშკი კი არ უჭირავს, კაბაზე აქვს მიმაგრებული.

თბილისში 1990-იანების ფესტივალი მეორედ ტარდება

Ford-ის კურიერი რობოტი, რომელიც შეკვეთას კარის ზღურბლთან მოგიტანთ