in

მისტერ რექსის წინასაარჩევნო კამპანია

ჯიპიაიმ წინასაარჩევნოდ მისტერ რექსის მხარდასაჭერად კამპანია წამოიწყო. ვიდეო რგოლთან ერთად ქალაქში გაჩნდა საარჩევნო პლაკატები მოწოდებებით: „მისტერ რექსი მერად“ და „მე რად მინდა მისტერ რექსი“.

BOG

„კამპანია გასართობი ხასიათისაა და მიზნად ისახავს ისეთი აქტუალური თემით, როგორიც ადგილობრივი არჩევნებია, კიდევ ერთხელ წამოწიოს წინ დაზღვევის – როგორც უკეთესი და უფრო დაცული მომავლის შექმნის მექანიზმი. მისტერ რექსის ამბიცია, ცხადია, მხოლოდ დაზღვევის სფეროზე ვრცელდება, სადაც მას სრული უფლება აქვს იყოს ცენტრალური ფიგურა და საკუთარი „პროგრამის“ განხორციელებისთვის იბრძოლოს.

მისტერ რექსის შეთავაზებაში ორი მიმართულების „პროპაგანდაა“: ჯანსაღი ცხოვრების წესი და საგზაო უსაფრთხოება“– ამბობს კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების უფროსი თინათინ სტამბოლიშვილი.

mr-rex

11 და 12 ივლისს თბილისი TBILISI SUMMER SET FESTIVAL 2014–ს უმასპინძლებს!!!

“სისასტიკის პირამიდა” – Leo Burnett-ის ნამუშევარი