in

მსახიობები ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ — რისი ეშინიათ მათ?

ხელოვნური ინტელექტის მზარდი პოპულარობისა და მასზე დაფუძნებული ტექნოლოგიების მაღალი შესაძლებლობებისგან გამომდინარე, ადამიანურ რესურსს ბევრ სფეროში დაუდგა კრიზისი. გამონაკლისი არც კინოინდუსტრია ყოფილა, სადაც სამუშაო ადგილების პოტენციური ნაკლებობის გამო მსახიობები აქტიურ პროტესტს გამოთქვამენ. უფრო კონკრეტულად, კინო სტუდიებს სურთ, მსახიობების ციფრული ასლები შექმნან, რათა რეალური ადამიანებისთვის ფულის გადახდა არ დასჭირდეთ…

ამჯერად მსახიობი ბრაიან კრენსტონი აღნიშნავს: „ვიცი, რომ საგნებს სხვა კუთხით უყურებთ, შესაბამისად, არ მიგვაჩნია, რომ გაიგებთ, ვინ ვართ. მაგრამ გთხოვთ, მოგვისმინოთ მაშინაც კი, როცა სამსახურების დაკარგვის წინაშე აღმოვჩნდებით და მათ რობოტებს გადასცემენ. ჩვენ არ მოგცემთ უფლებას, საქმე და ღირსეული საარსებო წყარო წაგვართვათ. რაც მთავარია, ღირსების წართმევის უფლებას არ მოგცემთ“.

საგულისხმოა, რომ კინომსახიობთა გილდიის — ტელევიზიისა და რადიოს არტისტების ამერიკის ფედერაციის, წევრები აქტიურად იბრძვიან ტექნოლოგიის მიერ ადამიანური რესურსის ჩანაცვლების წინააღმდეგ. არაერთმა მსახიობმა აღნიშნა, რომ წლები იბრძოდნენ იმ პოზიციის მოსაპოვებლად, რომელიც ახლა აქვთ და ხელოვნურ ინტელექტს ვერ მისცემენ მარტივად ჩანაცვლების საშუალებას…

WhatsApp ვიდეო შეტყობინებებს ამატებს

3 გზა პრეზენტაციის დროს აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად