საერთაშორისო ლოგისტიკური მომხსახურების წამყვანმა კომპანიამ, ახალი წლის დადგომა მომხმარებლებთან ერთად გრანდიოზულად აღნიშნა. ფართომასშტაბიანი, ყველასთვის დასამახოვრებელი წვეულება 29 დეკემბერს, ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში გაიმართა.
და მაინც, რით იყო MSCS Georgia-ს ახალი წლის წვეულება გამორჩეული?
მაშინ, როდესაც 400-ზე მეტი მოწვეული სტუმარი ელოდებოდა ყველასთვის განსაკუთრებული სპექტაკლის, „მე გადმოვცურავ ზღვას“ დაწყებას, უეცრად დარბაზში გაისმა ტელეფონის ზარი. მათთვის მოულოდნელად საუბარი დაიწყო კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა და სანახაობაში ჩაერთნენ გუნდის სხვა წევრებიც.
„ახალი წლის წვეულება სტუმრებისთვის ძალიან დასამახსოვრებელი და დადებითი ემოციებით სავსე აღმოჩნდა. განსაკუთრებით ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული წარმოდგენა, რომლის საშუალებით ნათლად გადმოვეცით თუ რამდენი ადამიანი დგას ამ საქმიანობის მიღმა და როგორია იმ ერთი სამუშაო დღის ნაწილი, რომელსაც გუნდურობა გამოარჩევს. წვეულების გამართვასა და „პერფორმანსის“ დადგმაში მთელი MSCS Georgia-ს გუნდი ვიყავით ჩართული. ჩვენ ძალას გვაძლევს თითოეული კმაყოფილი მომხმარებელი, რომლებსაც ყოველდღიურად ვეხმარებით ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაში“ – აცხადებს „ემ ეს სი ეს ჯორჯიას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი თამარ ფარცხალაძე.
წარმოდგენაში მონაწილეობდნენ სახმელეთო დეპარტამენტის გუნდის წევრები, რომლებიც გეგმავენ სახიფათო, სამაცივრე, საპროექტო თუ სტანდარტულ გადაზიდვებს.
საჰაერო დეპარტამენტი, სადაც ზრუნავენ, ტვირთების სწრაფ ტრანსპორტირებაზე.
კერძო საწყობის, საბაჟო-საბროკერო მენეჯერები, რომლებიც ტვირთების უსაფრთხო და დროულ დაცლა-დატვირთვას უზრუნველყოფენ, საბაჟო ფორმალობებს აგვარებენ და გეგმავენ შიდა ტრანსპორტირებებს.
ადამიანები, რომლებიც საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებულ ყველა თქვენს მოთხოვნას ითვალისწინებენ.
თითოეული გუნდის წევრის ყოველდღიური მიზანია მომხმარებლებს მიაწოდოს ხარისხიანი და სწრაფი სერვისი. სერვისს, სრულყოფილს ხდიან ადამიანები, პროფესიონალიზმით და გამოცდილებით, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგანან.
„კომპანიისთვის თითოეული მომხმარებელი ძალიან ძვირფასია და მათი კმაყოფილება მთავარი პრიორიტეტია. ვფიქრობ, საახალწლო ღონისძიება სწორედ ამის დასტური იყო. ვეცადეთ შეგვექმნა დაუვიწყარი ემოციებით აღსავსე დღე ჩვენი დამკვეთებისთვის. დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს და თეატრის ტექნიკურ გუნდს, რომლებმაც მოგვცეს ძალა და მოტივაცია ჩვენი გამოსვლა ავანსცენაზე ყოფილიყო სრულყოფილი“. – აცხადებს „ემ ეს სი ეს ჯორჯიას“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ეკატერინე სანაძე.
[პარტნიორის კონტენტი]