ის ფაქტი, რომ შფოთვა ადამიანების მოძრაობებში ვლინდება, ალბათ, იქამდეც იყო ცნობილი, სანამ ამ მდგომარეობის შესახებ გაიგებდნენ… ახალი კვლევით კი დადგინდა, რომ შფოთვისკენ მიდრეკილი ახალგაზრდები მოხუცების მსგავსად გადაადგილდებიან, რაც მათთვის დიაგნოზის დასმის საშუალებასაც მოგვცემს…
კვლევის მონაწილეებს განწყობის სტანდარტული ტესტის შევსება სთხოვეს, რათა მათი შფოთვის დონე დაედგინათ. მობილობის სენსორებით ორი წუთის მანძილზე სეირნობით კი წონასწორობის ბალანსიც გაზომეს. შედეგად, საკვლევი ობიექტების მოძრაობის შესახებ უამრავი ინფორმაცია მიიღეს — ყველაზე ღირებულად ადამიანების მოძრაობებით შფოთვის დადგენას თვლიან. ეს მათი გადაადგილების კუთხეებსა და კისრის გვერდით მოძრაობებს მოიცავდა. ამ მახასიათებლებზე დაკვირვებით კი, მკვლევრებმა შეძლეს, 75-პროცენტიანი სიზუსტით დაედგინათ, რომელი სუბიექტი განიცდიდა შფოთვას.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში ახალგაზრდა და შედარებით ჯანმრთელი ადამიანები მონაწილეობდნენ, მათი მოძრაობები ხანდაზმულებისას ჰგავდა, რომლებსაც სიარულის დროს დაცემის ეშინიათ…
დიდი ალბათობით, მსგავს ტესტებს არასაჭიროდაც თვლით, რადგან ფიქრობთ, რომ ამ კითხვის დასმა ადამიანებისთვის მარტივად შეიძლება. თუმცა დადგინდა, რომ თვითგადმოცემის შემთხვევაში პასუხების ფორმირებაზე გავლენა ინდივიდუალურ კულტურასა და გენდერული განსხვავებებს აქვს. მაგალითად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებული სტიგმა ადამიანებს იმ მკურნალობაზე ათქმევინებს უარს, რაც მათთვის ძალიან სასარგებლო იქნება. დეპრესიის შემთხვევაში კი შფოთვის ფიზიკური მახასიათებლების წაკითხვა ბევრი ადამიანისთვის გარდამტეხი შეიძლება იყოს. მსგავსი მახასიათებლებით სტიგმაც შემცირდება და ამას მეტად ღრმა სოციალური ეფექტიც ექნება.
შესაძლოა, მიღებული შედეგები არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ფეხით სიარულზე დაკვირვებები შფოთვის გაზომვის სტანდარტულ ტესტად იქცეს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია.