სამსახურში ძირითადად 2 ტიპის მშფოთვარე ადამიანს ვხვდებით — თანამშრომელს, რომელიც თავადვე აკონტროლებს ყველაფერს და თანამშრომელს, რომელსაც სულ დამშვიდება და რაღაცებში დახმარება სჭირდება. ბუნებრივია, გუნდში მათი არსებობა პრობლემების გადაწყვეტას ართულებს. ამ ორი ტიპის ადამიანთან გამკლავებაში კი შემდგომი სტრატეგიები დაგეხმარებათ:
შფოთვის არიდების მარყუჟი
მშფოთვარე თანამშრომლები ხშირად ექცევიან ე. წ. შფოთვის არიდების მარყუჟში, რომელიც ასე მუშაობს:
- ისინი აწყდებიან შფოთვის მაპროვოცირებელ სიტუაციას
- სურთ, თავიდან აიცილონ არასასიამოვნო გრძნობები
- ისინი მოქმედებენ ამ გრძნობების შესამსუბუქებლად ან აღსაკვეთად
- მათ ქმედებებს შეიძლება მოკლევადიანი შედეგი ჰქონდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნეგატიურია
პერფექციონიზმის მარყუჟი
აქ უკვე თანამშრომლების მაკონტროლებელი ინდივიდები აღმოჩნდებიან… პერფექციონიზმი, ანუ უნაკლოობის უსასრულო სურვილი, ბევრ შფოთვას უკავშირდება… დროთა განმავლობაში კი პერფექციონისტები მენტალური პრობლემების წინაშეც აღმოჩნდებიან, იქნება ეს დეპრესია, ნაკლები ეფექტურობა თუ პროდუქტიულობა.
ხოლო თუ თანამშრომელი პერფექციონიზმის მარყუჟში მოექცევა, ეს ბედი თქვენც შეიძლება გაიზიაროთ… მაგალითად, შესაძლოა, თავადაც დაიწყოთ სხვების დადანაშაულება, რადგან ისინი გამუდმებით ნაკლს პოულობენ თქვენ მიერ შესრულებულ საქმეებში…
პერფექციონისტ კოლეგასთან მუშაობა
მკაფიო კომუნიკაცია და პროდუქტიული უკუკავშირი სწორედ ის არის, რაც პერფექციონისტსა და მშფოთვარე თანამშრომელთან ერთად მუშაობაში დაგეხმარებათ. ისეთი მოლოდინები გქონდეთ, რომლებზეც ორივე თანხმდებით, მიზნებისა და შესრულების ინდიკატორების ჩათვლით. დაგეგმეთ რეგულარული უკუკავშირის სესიები, შესთავაზეთ კონკრეტული, მაგრამ განსჯას მოკლებული მოსაზრებები.
დაბალი თავდაჯერების მარყუჟი
ასეთი ადამიანები სამყაროს არამდგრადად და საფრთხის შემცველად აღიქვამენ, თანაც სჯერათ, რომ მასთან გამკლავების უნარი აკლიათ. სწორედ ამიტომ მიმართავენ სხვებს გამხნევებისა თუ დახმარებისთვის. პროცესებს ხშირად აჭინაურებენ, რაც უარყოფითად მოქმედებს გუნდის ყველა წევრზე, შედეგად კი დაბალი ხარისხით შესრულებულ სამუშაოს ვიღებთ. ასეთი თანამშრომლის დახმარების სურვილი რომ გაგიჩნდეთ, ბუნებრივია, მაგრამ თუ თქვენც ამ მარყუჟში მოექცევით, უბრალოდ პრობლემას გაამწვავებთ..
დამოუკიდებლობას მოკლებულ კოლეგასთან მუშაობა
თქვენ მიერ გაცემული დახმარება დროებით მხარდაჭერას უნდა მოიცავდეს ავტონომიურობის მოსაპოვებლად. შესაძლოა, ეს გულისხმობდეს უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემის შეწყვეტას ან გამოწვევის დროს დახმარებაზე უარის თქმას… სანაცვლოდ, მისთვის ე. წ. ბრეინშტორმინგის პარტნიორი გახდით, რათა თავადვე მიხვდნენ, როგორ უპასუხონ შეკითხვებს დამოუკიდებლად. თუ შეცდომებს დაუშვებენ, თანაგრძნობა გამოიჩინეთ… დამოუკიდებლობითა და საკუთარ წარმატებაზე დაკვირვებით ისინი თავდაჯერებულნი გახდებიან, უკეთეს შედეგებს მიიღებენ და გუნდის საქმესაც გაამარტივებენ.
გამოდის, ზემოთ მოცემული სტრატეგიები კონკრეტული მარყუჟებიდან თავის დასაღწევად მოგებიანი იქნება როგორც თქვენთვის, ისე თქვენი კოლეგებისა და გუნდისთვის.











