in ,

მშიერი ბავშვებისთვის საკვების მიწოდების საუკეთესო გზა MasterCard–ისგან

გაუთავებელი საომარი მოქმედებებისა და შეიარაღებული თავდასხმების გამო, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში იძულებით გადაადგილებური პირების რაოდენობა რეგულარულად მატულობს, მასთან ერთად იზრდება უსახლკაროდ დარჩენილი მშიერი ადამიანების რიცხვიც. ასეთ ვითარებაში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების მიწოდებაა, რომელსაც მრავალი ხელისშემშლელი ფაქტორი ახლავს თან. საბედნიეროდ, არსებობენ დახმარების მსურველი ადამიანები, თუმცა, არ არსებობს მოწესრიგებული დახმარების გზები. სწორედ ამიტომ, MasterCard–მა გადაწყვიტა საკვების მიწოდების ყველაზე ეფექტური და მარტივი საშუალება მოენახა, თან ისე, რომ ამით საზოგადოებაში მოტივაცია აემაღლებინა.

 

https://www.youtube.com/watch?v=pEs1S0U4_8w

 

MasterCard–მა, კომპანია Salma–სთან თანამშრომლობით, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა შეფუთულ საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, წამოიწყო კამპანია. ამისთვის შექმნეს ინტერაქტიული მონიტორი და ის დუბაი მოლში დაამონტაჟეს. უჩვეულო მონიტორმა, რომელზეც რიგში ჩამდგარი პატარა ბავშვები ჩანდნენ, მაშინვე მიიქცია გამვლელების ყურადღება. მონიტორისა და კამპანიის პრინციპი მარტივი იყო, როგორც კი ვინმე მონიტორის გვერდით განთავსებულ აპარატში Salma–ს პროდუქტს ჩააგდებდა, მას მაშინვე ეკრანზე გამოსახული ბავშვი იჭერდა, მადლობას იხდიდა და ადგილს შემდეგ ბავშვს უთმობდა. საკვების მიწოდების მომენტი იმდენად ემოციური იყო, რომ მსურველების რაოდენობა სულ უფრო მატულობდა.

MasterCard–ის კამპანიამ ნამდვილად გაამართლა. სწორად შერჩეული აქტივობის წყალობით, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი მოიცვა და მათში დახმარების სურვილი გააორმაგა, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში მშიერი ბავშვები გემრიელ საჭმელებს მიიღებენ. კამპანია მართლაც მისაბაძია და იმედია ის ერთჯერადი არ იქნება.

არც ჯაკუზი და არც ქაშმირის სავარძელი, უბრალოდ Heineken–ი! ავიაკომპანია KLM–ის მაცდური შემოთავაზება მგზავრებს

გიგა აბულაძე – #პირველისამსახური