28
Sep
2017

ჰამლეტი თუ ომლეტი? რას დაწერდა შექსპირი, მშიერი რომ ყოფილიყო? – Snickers-ის პრინტ კამპანია

28 Sep 2017

მშიერ კუჭზე, რთულია იფიქრო რამეზე, საჭმლის გარდა. ამ დროს, ფიქრებისა და საკუთარი თავის მობილიზება რთულად წარმოსადგენია. საინტერესოა, როგორი იქნებოდა გენიოსი მწერლების საუკეთესო ნაწარმოებები, მშიერზე რომ დაეწერათ? სწორედ ეს უჩვეულო იდეა განახორციელა Snickers-მა თავის პრინტ კამპანიაში. პოსტერები სააგენტო BBDO-მ მოამზადა და წარმოგვიდგინა მსოფლიო ლიტერატურის ორი აღიარებული ნაშრომი: უილიამ შექსპირის “ჰამლეტი” და ჰანს ქრისტიან ანდერსენის “მახინჯი იხვის ჭუჭული”. თუმცა ორიგინალებისგან Snickers-ის ვერსიები ცოტათი განსხვავდება.

განხილვა