in

მშობლად გახდომა ტვინში ცვლილებებს იწვევს — კვლევა

მშობლის სტატუსის მიღება მრავალ საოცარ ემოციას რომ უკავშირდება, ამას უკვე ბევრი ადამიანისგან მოისმენდით, მაგრამ ახლა ამ საკითხზე მეცნიერები დაფიქრდნენ. დასვეს კითხვა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მშობლად გახდომას ჩვენს ტვინზე. 

M2
M2

ზოგიერთი კვლევა გვეუბნება, რომ ამ დროს ტვინი მოცულობას კარგავს… ახალ ნაშრომში კი, რომლითაც მამების ტვინი შეისწავლეს, აღმოაჩინეს, რომ ტვინის მოცულობის დაკარგვა უკავშირდებოდა მეტ ჩართულობას შვილის აღზრდაში, მაგრამ ამასთან, ძილის პრობლემებსა და მენტალური ჯანმრთელობის სიმპტომებსაც… 

რა ცვლილებები ხდება ახლადშობილი ბავშვების დედების ტვინში?

ჩვილზე ზრუნვა ახალ მოტივაციებსა და უნარებს მოითხოვს, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეს ტვინზეც იმოქმედებს… ახლა კი პირდაპირ კვლევაზე გადავიდეთ — დედებს ტვინის სკანირება ორსულობამდე და ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე თვეში ჩაუტარეს. ტვინის რუხი ნივთიერება, ანუ ტვინის ქსოვილის ფენა, რომელიც ნეირონულ უჯრედულ სხეულებს შეიცავს, შემცირდა დედებში, იმ ქალებისგან განსხვავებით, რომლებიც მშობლები არ გამხდარან.

შესაძლოა, თქვენთვის ტვინის დაპატარავება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ მეცნიერები შემდგომ თეორიას გვთავაზობენ — მეტად გამარტივებულ ტვინს, შესაძლოა, ადაპტაციის უნარი ჰქონდეს, რითაც სოციალური ინფორმაციების ეფექტურად დამუშავებაში დაგვეხმარება და ემოციურად ზრუნვის უნარსაც გამოიმუშავებს. ამ ჰიპოთეზას კი კვლევები შვილებთან მიჯაჭვულობის საკითხს უკავშირებენ. უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, ქალები, რომლებიც მეტ რუხი ნივთიერების მოცულობას კარგავენ, უფრო არიან მიჯაჭვული ბავშვებზე.

რა ცვლილებები ხდება ახლადშობილი ბავშვების მამების ტვინში?

მართალია, აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული კვლევები უმეტესად ქალებს ეხება, მაგრამ მზარდი ტენდენცია მიგვითითებს, რომ მსგავსი ცვლილებები შეიძლება მოხდეს მამების ტვინშიც. თანაც მკვლევრებმა უკვე აღმოაჩინეს, რომ კაცები მამად გახდობისას ზუსტად ისე კარგავენ ტვინის მოცულობას და ზუსტად იმ რეგიონებში, რომლებშიც ქალები. თუმცა მამებს ტვინზე, დედებისგან განსხვავებით, სტატისტიკურად უფრო მცირე ცვლილებები აღენიშნებათ. 

ეს უკანასკნელი კი ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, რამდენადაც ჩართულები არიან ისინი შვილის აღზრდის პროცესში. თუმცა ახლა მეცნიერებს დააინტერესათ, მაინც როგორ იცვლება კაცის ტვინი მამად გახდომისას. სწორედ ამიტომ, კვლევაში 38 მამაკაცი ჩართეს და ტვინის სკანირება ჩაუტარეს მამად გახდომამდე და მის შემდგომ. ამასთან, ცოლის ორსულობის დროს, 3, 6 და 12 თვეში. ჰკითხეს, როგორ გრძნობდნენ თავს შვილების შეძენის გამო და როგორ ეძინათ, ხომ არ ჰქონდათ დეპრესიის, შფოთვის ან სხვა მსგავსი ნიშნები. 

მეცნიერებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები დააფიქსირეს ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც ენაზე, მეხსიერებაზე, პრობლემების გადაჭრასა და გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი. კვლევაში მამად გახდომისას კაცებმა რუხი ნივთიერების მოცულობის დაახლოებით 1% დაკარგეს. ხოლო ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტი იყო მამებში, რომლებიც უფრო მეტ დროს ატარებდნენ ახალშობილებთან. 

ამგვარად, ის კაცები, რომლებიც უფრო მეტ რუხ ნივთიერებას კარგავდნენ, მეტად საუბრობდნენ დეპრესიის, შფოთვისა და ძილის გაუარესების შესახებ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შვილებზე ზრუნვა უნდა შეაფერხონ, მეტიც, კვლევის თანახმად, ბავშვები, რომელთა გაზრდაშიც მამები არიან ჩართულნი, აკადემიურად, ეკონომიკურად და ემოციურად უკეთეს მდგომარეობაში არიან.

მიღებული შედეგები კი შეგვახსენებს, რომ მშობლობა მხოლოდ ემოციურად კი არ აისახება ჩვენზე, არამედ ჩვენს ტვინზეც ზემოქმედებს… 

1 ნიშანი „ცუდი“ მენეჯერის გამოსავლენად — უორენ ბაფეტი

თიბისი, Visa და Kovzy, E-commerce განვითარების მიზნით, ერთობლივ პროექტს განახორციელებენ