11
Jul
2017

როგორ დაუგეგმეს პატარებმა მოუცლელ მშობლებს შვებულება – JetBlue-ს სახალისო კამპანია

11 Jul 2017

Elit Electronics
Elit Electronics


ის, თუ რამდენს მუშაობენ უფროსები, ყველაზე უკეთ ბავშვებმა იციან. პატარები  საკუთარ თავზე ცდიან მშობლების მოუცლელობას. სწორედ ამიტომ, ყოველთვის უნდათ საყვარელ დედ-მამას რამენაირად, სულ მცირედით მაინც შეუმსუბუქონ დაღლილობა. ამ საქმეში ბავშვების დასახმარებლად ავიაკომპანია JetBlue კამპანიით ჩაერთო. ბრენდმა მთელი დასვენების დაგეგმვა პირადად პატარებს მიანდო, სწორედ მეოცნებე ფანტაზიორები გადაწყვეტენ, კამპანიის ფარგლებში, სად და როგორ დაასვენონ მშობლები. არაჩვეულებრივი აქტივობის განმავლობაში, ფიქრისა თუ მსჯელობის გარდა, ყველაზე საყვარელი და სახალისო მომენტი თანხის გადახდის პროცესი აღმოჩნდა. მართალია, გოჭის ფორმის ყულაბაში შეგროვილი ხურდები საოცნებო დასვენების ხარჯების სულ მინიმალურის ანაზღაურებასაც კი ვერ შეძლებდა, მაგრამ ბრენდმა სრულიად დააფინანსა კამპანიაში მონაწილე პატარების ოჯახების დასვენება.

 

განხილვა