15
Mar
2019

როგორ შეიცვლება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია

15 Mar 2019

თბილისში მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის ხიდების, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის – მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი და მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეები. პროექტის საერთო ღირებულება 9 679 520 ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

mBank QR
mBank QR

წყარო: bpn

განხილვა