ევერესტის მწვერვალზე ასვლა მონუმენტური მიღწევაა, რომელიც თავგადასავლების მაძიებლების სულს თითქმის მთელი მსოფლიოდან იზიდავს. სატელეკომუნიკაციო კომპანია Belong-ის ახალ რეკლამაში კი მისი დაპყრობა ცერა თითმა გადაწყვიტა.
უფრო ზუსტები თუ ვიქნებით, არა უბრალოდ ცერა თითზეა საუბარი, არამედ „მსქროლავზე“. ეს კი გადატანითი მნიშვნელობით იმაზე მიუთითებს, რომ სტატისტიკურად, ადამიანი 20 დღის განმავლობაში თითქმის ევერესტის სიგრძის (8 849) მანძილს სქროლავს — თანაც, ამას ხშირად „საოცარ აღმოჩენებამდე“ მივყავართ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით შთამბეჭდავი რაღაცების ხილვაში გვეხმარება.