in

დამდეგ მსოფლიო ჩემპიონატს გილოცავთ, საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დაიწყო!

სპორტის მოყვარულთათვის წელს ძალიან  განსხვავებული მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ფეხბურთში. ის პირველად ტარდება ზამთარში – ზუსტად ახალ წლამდე.​ ამასთანავე, წლევანდელი ჩემპიონატი გამორჩეულია სენტიმენტებით, რადგან ბევრი ლეგენდისთვის ეს ბოლო მუნდიალია, თუმცა ბევრი ლეგენდის დასაწყისის მომსწრენიც გავხდებით.

მსოფლიო ჩემპიონატი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნამდვილი დღესასწაულია ფეხბურთის მოყვარულთათვის და არა მარტო. მის დადგომას გულშემატკივრები სულმოუთქმელად ელიან და შეიძლება ითქვას, დღეებს ითვლიან, ემზადებიან სხვადასხვა რიტუალით, იცვამენ ფორმებს, იხატავენ სახეებს, ლოცულობენ და დადგომისთანავე, მათ ცხოვრებაში სხვა ყველაფერი ქრება მსოფლიო ჩემპიონატის გარდა…გულშემატკივრები ემოციებს სიმღერით, ყვირილით თუ ხმაურით აღნიშნავენ.

ფეხბურთის გულშემატკივრებს ორმაგი დღესასწაული ელით წინ. შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივრების ახალი წელი სწორედ ნოემბერში იწყება, რასაც შემდეგ ნამდვილი ახალი წელიც მოსდევს. სწორედ ამ ორ მოვლენას აერთიანებს კამპანია „გილოცავთ“, რომლისთვისაც შეიქმნა სხვადასხვა საინტერესო და გასართობი ვიდეორგოლი, სადაც ადამიანების ემოციები, ტრადიციები თუ მოლოდინი იყრის თავს და ეხმაურება მოლოდინს, დიდი დღესასწაულის დადგომამდე.

[პარტნიორის კონტენტი]

თბილისში უკრაინული IT კომპანია Newage.io-ს ახალი პლატფორმა Retainly-ის პრეზენტაცია შედგა

მეცნიერებმა ხმაურიან სიტუაციებში სმენადობის გაუმჯობესების გზას მიაკვლიეს