Sony World Photography Awards-მა 2022 წლის კონკურსისთვის 340 000 ნამუშევარი დააგროვა, რომელთა ძირითადი თემებიც თურქეთის პეიზაჟებით იწყება და ბირმელი ძმების ინტიმური პორტრეტით მთავრდება. ამ რაოდენობიდან დაახლოებით 170,000 ნამუშევარი ეროვნული ჯილდოს კატეგორიას განეკუთვნება. ცოტა ხნის წინ გამოცხადდა საუკეთესო კოლექცია, რომელიც თანამედროვე ფოტოგრაფიის მრავალფეროვან და გასაოცარ ხედვას წარმოადგენს. ეს ფოტოები დოკუმენტურად ასახავს ღირსშესანიშნაობებს 62 ქვეყნიდან.
კონკურსზე შერჩეული ფოტოები 13 აპრილიდან 2 მაისამდე ლონდონის Somerset House-ში გამოიფინება, თქვენ კი შეგიძლიათ ნახოთ მთელი კოლექცია კონკურსის საიტზე.
















