in

ქართული სამზარეულო Bocuse d’Or-ზე გამართულ გამოფენაზე წარსდგება

მსოფლიო გასტრონომიულ შეჯიბრებაზე Bocuse d’Or 2019 საქართველო სტუმარ ქვეყნად გაემგზავრება და ფესტივალზე გამართულ გამოფენა Sirha-ზე, ნაციონალურ სამზარეულოს წარადგენს. Sirha-ზე 200-მდე ქვეყნის სამზარეულო იქნება გამოფენილი, სპეციალურ სტენდებთან მოსულ სტუმრებს კი, საქართველოს შემთხვევაში, 5 ქართველი შეფ-მზარეული, ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდება. ქართული სამზარეულო, მსგავსი მასშტაბის გასტრონომიულ ღონისძიებაზე პირველად წარსდგება. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელშეკრულებას საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტის“ თანადამფუძნებელმა და საქართველოში Bocuse d’Or-ის წარმომადგენელმა – ლევან ქოქიაშვილმა, დღეს მოაწერა ხელი.

 

შეიძლება ითქვას, ეს არის პირველი ეტაპი, რომ კარგად გაგვიცნოს Bocuse d’Or-მა. 2020 წლისთვის, საქართველოში ჩატარდება შიდა ჩემპიონატი Bocuse d’Or Georgia, რომელში გამარჯვებული 5 შეფიც მსოფლიო ჩემპიონატში მოსახვედრად ბრძოლას გააგრძელებს. ამ ეტაპზე კი, Sirha-ში მონაწილეობისთვის, საქართველოს კულინარიის ფედერაციის წევრები შეარჩევენ 5, სხვადასხვა ასაკის შეფს, სპეციალური კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც მკაცრად აქვს განსაზღვრული Bocuse d’Or-ს. უნდა აღვნიშნო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენმა გუნდმა მიიღო სოფლის მეურნეობის მინისტრ – ლევან დავითაშვილისგან, რომელმაც იდეის გაცნობისთანავე გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი“, – აცხადებს მარკეტერთან საუბრისას ლევან ქოქიაშვილი.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მარტში იყო საუბარი იმაზე, რომ ქართულ სამზარეულოს მსოფლიოს უდიდეს გასტრონომიულ ჩემპიონატ Bocuse d’Or-ში მონაწილეობის შანსი უჩნდებოდა.

ამიერიდან, YouTube-ით სარგებლობას SilkTV-ზეც შეძლებთ

არ ვარჯიშობთ? აღმოჩნდა, რომ ეს მოწევაზე უარესია – გაეცანით უახლესი კვლევების შედეგებს