გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსოფლიო დღეს „ქვიშის კრიზისის“ წინაშე დგას. ეს დროთა განმავლობაში ურბანიზაციისა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ გამოიწვია…
ხოლო თუ UNEP-ის მონაცემებს დავეყრდნობით, ქვიშის იმ რაოდენობით, რასაც 1 წლის განმავლობაში ვიყენებთ, 88 ფუტის სიმაღლისა და სიგანის კედლის აშენებაა შესაძლებელი. თუმცა ეს პროცესი საჭირო მონაცემების მიხედვით მაინც არ კონტროლდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვიშა წყლის შემდეგ ყველაზე გამოყენებადი რესურსია, ჩვენ მას იმაზე სწრაფად მოვიხმართ, ვიდრე ბუნება აწარმოებს…
„მდგრადი განვითარებისთვის პროდუქტების, ინფრასტრუქტურისა და სერვისების წარმოებისა თუ მოხმარების გზები რადიკალურად უნდა შევცვალოთ. ქვიშის რესურსები არ არის უსასრულო, ამიტომ ისინი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ“, — ამბობს პასკალ პედუცი, პროგრამის კოორდინატორი.
ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვიშა მცენარეთა და ცხოველთა მრავალი სახეობის არსებობასაც განაპირობებს. შესაბამისად, კრიზისი ბიომრავალფეროვნებაზეც უარყოფით გავლენას მოახდენს. აქ კი პედუცი დროის მნიშვნელობაზე იწყებს საუბარს:
„თუ ჩვენ სამყაროში ყველაზე გამოყენებადი რესურსის მოხმარების მართვას შევძლებთ, ქვიშის კრიზისსაც თავიდან ავიცილებთ“.
სწორედ ამიტომ, UNEP სპეციალური ცენტრალური ორგანოს შექმნას გეგმავს… თანაც, ეს პრობლემა ყველა ქვეყანას აერთიანებს.











