in

„მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“ — გლობალური კავშირების ეკოსისტემა ბიზნესებისთვის

„მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“ (WTC) ბიზნესთა და საერთაშორისო კორპორაციების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ქსელია — ის ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს ბიზნესთათვის, რომელთაც საკუთარი პროდუქტის წარდგენა გლობალურ ბაზარსა და აუდიტორიის წინაშე, ინოვაციურ ბიზნეს-გარემოში სურთ.

„მსოფლიო სავაჭრო ცენტრთა ასოციაცია“ (WTCA), რომლის სათავო ოფისიც ნიუ-იორკში მდებარეობს, 100-ზე მეტ ქვეყანაში 300-ზე მეტი წარმომადგენლობით, უმსხვილესი კავშირების ეკოსისტემას წარმოადგენს.

უნიკალური საინვესტიციო და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებით თუ სავაჭრო მომსახურებათა ფართო სპექტრით, WTC ოფისებს, საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეებს, რესტორნებს, სასტუმროებსა და კულტურულ დაწესებულებებს აერთიანებს.

ისტორია და ევოლუცია

1966 წელს ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პორტის ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობის — WTC-ის არქიტექტურული გეგმა წარადგინა. 

სავაჭრო და კომერციული კომპლექსის პრეზენტაცია ოფიციალურად 1973 წელს შედგა, რომელიც 16 ჰექტარ ფართსა და 10 მილიონ მ²-მდე გასაქირავებელ საოფისე სივრცეებს მოიცავდა. WTC სულ მალე მანჰეტენის სქაილაინის ყველაზე შთამბეჭდავ, ეკონომიკური პროგრესის სიმბოლოდ იქცა.

სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებისთვისა და ბიზნეს კომპეტენციის გაზიარების მიზნით, WTC გლობალური ვაჭრობებისთვის აუცილებელ და საჭირო ყველა სერვისსა თუ მომსახურებას 1 მილიონზე მეტი ბიზნესის სახით აერთიანებს.

რა მნიშვნელობის მატარებელია WTC ინვესტორებისთვის?

თუ საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, უნდა აღინიშნოს, რომ „მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“ ინვესტორებისთვის გლობალურ ეკონომიკაში თანამონაწილეობის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს და მსოფლიოს ისეთ მსხვილ ბიზნეს ქალაქებში მდებარეობს, როგორებიცაა ნიუ-იორკი, შანხაი, ჰონგ კონგი, პარიზი, დუბაი, სიდნეი.

წლიურად WTC-ის სივრცეები საერთაშორისო კონფერენციებს, გამოფენებს, ბიზნეს ფორუმებს მასპინძლობს და აერთიანებს მასშტაბურ კორპორაციებსა თუ სტარტაპებს — შესაბამისად, მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელშიც წარმოდგენილია „მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“, უზრუნველყოფილია 4-სეზონური დატვირთულობით. 

ინვესტორისთვის განსაკუთრებით ბენეფიტური და საინტერესოა მსგავს ტიპის პროექტში ინვესტირება, რომლის ფარგლებშიც ის საინვესტიციო პორტფელის გონივრულ  დივერსიფიცირებას გლობალურ ეკონომიკურ ჰაბთან პარტნიორობით მოახდენს.

როგორ  ზემოქმედებს მსოფლიო სავაჭრო ცენტრი რეგიონის განვითარებაზე?

„მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“ მნიშვნელოვნად ზემოქმედებს როგორც რეგიონის, ასევე თავად ქვეყნისა და ქალაქის ეკონომიკურ ზრდასა თუ განვითარებაზე. ის ერთგვარ კატალიზატორს წარმოადგენს ინოვაციური ბიზნეს პროცესებისთვის და ლოკალური ინფრასტრუქტურის განვითარებებისთვის.

WTC აკავშირებს სავაჭრო და საინვესტიციო ინდუსტრიებს — „მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“  ქმნის ბიზნეს შესაძლებლობებს დეველოპერებისა და ინვესტორებისთვის, რომელთაც გლობალურ ბაზართან დაკავშირება და ეკონომიკური განვითარება როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე სურთ.

WTC ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორიცაა — გარდა იმისა, რომ გამართულ ღონისძიებებსა თუ გამოფენებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის მოგზაურები ესწრებიან, „მსოფლიო სავაჭრო ცენტრი“ ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი ბიზნესების მხარდამჭერიცაა.

წარმოდგენილი პრემიუმ კლასის ბრენდებით, სავაჭრო მომსახურებებითა და მასშტაბური ღონისძიებებით წევრ ქვეყნებში, WTC უნიკალური პლატფორმაა ახალი, საერთაშორისო სტანდარტის ინოვაციებისთვის.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრი „ალიანს ცენტროპოლისში“

ალიანს ცენტროპოლისი კავკასიაში ყველაზე მასშტაბური და მულტიფუნქციური საინვესტიციო კომპლექსია, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 420 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. 

პროექტი საერთო პოდიუმით დაკავშირებულ A, B და C თაუერს, მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს, კავკასიაში პირველ World Trade Center-ის საგამოფენო სივრცეს, 5* სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ს და 24 უალტერნატივო ინფრასტრუქტურულ კომპონენტს აერთიანებს.

აღსანიშნია, რომ ალიანს ცენტროპოლისი არის პირველი პროექტი კავკასიაში, რომელშიც World Trade Center-ის  საგამოფენო სივრცე განთავსდება, რაც რეგიონის ცნობადობას მნიშვნელოვნად ზრდის და იმავდროულად უზრუნველყოფს ალიანს ცენტროპოლისის მუდმივ, 4-სეზონურ დატვირთულობას.


რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

როგორ აქრობს დემენცია იდენტობებს? — ემოციური ვიდეორგოლი

Nvidia ჰუმანოიდი რობოტებისთვის AI მოდელს ავითარებს