in

მსოფლიოს ახალი 7 საოცრება

მსოფლიოს 7 საოცრების პირველი სია ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში გავრცელდა, თუმცა უკვე თანამედროვე სამყაროში მისი არჩევა უფასო ვებ და ტექსტზე დაფუძნებულ გამოკითხვებს მოიცავს. კამპანიის ფარგლებში, რომელსაც New 7 Wonders Foundation-თან ერთად ბერნარდ ვებერი ხელმძღვანელობდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეებს 200 კულტურული ძეგლისა და მონუმეტის შორთლისტი შესთავაზეს. მსოფლიოს შვიდი საოცრების ახალი სიის შედგენის მიზანი კი ცნობიერების ამაღლება იყო იმ კულტურულად მნიშვნელოვანი ძეგლების შესახებ, რომლებიც დღემდე არსებობს თანამედროვე სამყაროში. კამპანია ძალიან წარმატებულიც აღმოჩნდა — 2007 წლისთვის გამოკითხვაში 100 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

BOG
BOG

ახლა კი შეგახსენებთ, რა ხდის ამ ახალ 7 საოცრებას საკმარისად კარგს იმისათვის, რომ თქვენს სიაში დაიკავოს ადგილი:

1. რომის კოლისეუმი

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 70 წელს რომის იმპერატორმა ვესპასიანემ კოლისეუმის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ვაჟმა ტიტუსმა დაასრულა. მთავარი ღონისძიებების ადგილი სწორედ კოლისეუმი იყო, იქნებოდა ეს გლადიატორთა ბრძოლები, ცხოველებზე ნადირობა, წარმოდგენების მოწყობა თუ მსჯავრდებულთათვის თავის მოკვეთა. როგორც ისტორიკოსები გვეუბნებიან, კოლისეუმში სხვადასხვა ღონისძიების შედეგად 400 000 ადამიანი დაღუპულა. 

უკვე მეოთხე საუკუნისთვის გლადიატორთა ბრძოლები აიკრძალა, მეექვსე საუკუნისთვის კი კოლისეუმი აღარც თამაშებისა და აღარც სხვა ღონისძიებებისთვის გამოიყენებოდა, რადგან რომი შემოსევების დიდ ტალღას ებრძოდა… ის, რასაც თქვენ ხედავთ, თავდაპირველი ნაგებობის მხოლოდ 30%-ია. მიუხედავად ამისა, კვლავ ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია იტალიაში, რომელიც ყოველწლიურად 4 მილიონ ადამიანს მასპინძლოს. თანაც ეს ყველაზე დიდი ანტიკური ამფითეატრია მათ შორის, რომელიც ოდესმე აუგიათ. 

2. პეტრა (იორდანია)

ქვაში გამოთლილი პეტრა 2007 წელს ახალი საოცრება გახდა, თუმცა ჯერ კიდევ 1985 წლიდან შედის UNESCO World Heritage-ის ჩამონათვალში. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ნაბატეელების მიერ აშენდა. უნიკალურ წყლის სისტემას გვთავაზობს, რომელიც კაშხლების, საცავებისა და არხებისგან შედგებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, არაბული უდაბნოებისთვის ოაზისს წარმოადგენდა. ამასთან, ქალაქი უამრავ ტაძარს, ნაგებობებს, გვირაბებს, ძეგლებსა და სამარხებს მოიცავდა, რომელთაგანაც ყველა კლდეში იყო ნაკვეთი.

წელს კი პეტრას ტურისტების რეკორდული რაოდენობა ესტუმრა, 2023 წლის პირველ ნახევარში 320 000 ადამიანი…

3. ჩიჩენ-იცა, მექსიკა

1500 წლის უძველესი ქალაქია, რომელიც მაიას ტომებმა ააშენეს და ოდესღაც 50 000 ადამიანის სახლს წარმოადგენდა. კუკულკანის ტაძრის ძირში ხშირად გადააწყდებით ადამიანებს, რომლებიც ტაშს უკრავენ, ასე კი იმიტომ იქცევიან, რომ მიღებული ექო იმ ფრინველის მსგავს ხმას გამოსცემს, რომელსაც მაიას ტომელები პატივს სცემდნენ… ყოველწლიურად მას 2 მილიონი ტურისტი სტუმრობს. 

4. ქრისტეს ქანდაკება, ბრაზილია

მართალია, 30 მეტრი სიმაღლის მქონე ქანდაკება ყველაზე მაღალი არ არის მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე ცნობილი ნამდვილადაა. ფრანგმა მოქანდაკე პოლ ლანდოვსკიმ შექმნა 1922-1931 წლებში ბრაზილიელ და ფრანგ ინჟინრებთან ერთად. იგი რიო-დე-ჟანეიროსა და ბრაზილიის სიმბოლოდ იქცა, რომლის სანახავადაც ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი დადის.

5. მაჩუ-პიქჩუ, პერუ

ანდების მთებში მდებარეობს და დაახლოებით 2000 სტრუქტურის ნანგრევებს აერთიანებს, შენობებსა და რეზიდენციებს, რომლებიც ოდესღაც რელიგიური, ასტრონომიული თუ სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. თუმცა ქალაქის აშენებიდან 100 წელზე ნაკლები იყო გასული, როცა ინკებმა მიატოვეს. ისინი წუხდნენ, რომ ესპანელი დამპყრობლები ქალაქს გაანადგურებდნენ, ამიტომ მის ირგვლივ არსებული ტყე დაწვეს და ასე მათკენ წამოსასვლელი ბილიკები დამალეს, გეგმამ იმუშავა და ესპანელებსაც არ აღმოუჩენიათ იგი. 1911 წლამდე მასზე მხოლოდ ადგილობრივებმა იცოდნენ, ანუ მანამ, სანამ ამაზე სტატია National Geographic-ში არ გამოქვეყნდა. ყოველდღიურად მას 5000-მდე ადამიანი სტუმროს. 

6. ტაჯ-მაჰალი, ინდოეთი

იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის სურდა, თავისი ცოლისთვის, რომელიც მეთოთხეტე მშობიარობას გადაჰყვა, მავზოლეუმი აეშენებინა. მშენებლობა 1632 წელს დიაწყო და 1648 წელს დამთავრდა. მავზოლეუმის გუმბათი თეთრი მარმარილოსგანაა შექმნილი, რისი ფერიც დღის მანძილზე ვარდისფერ-თეთრ და ოქროსფერ ტონებში იცვლება. როგორც ამბობენ, მის მშენებლობაზე 3.8 მილიონი დოლარი დაიხარჯა, რაც დღევანდელ 840 მილიონს უდრის. რაც შეეხება ვიზიტორებს, ყოველწლიურად მას 7-8 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

7. ჩინეთის დიდი კედელი

აქ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოცე საუკუნეს უნდა დავუბრუნდეთ, როცა ჩინეთმა ჩრდილოეთის თავდამსხმელებისგან დაცვა გადაწყვიტა. თუმცა ეს არ არის ერთი უწყვეტი სტრუქტურა, როგორც ამას ბევრი ადამიანი ფიქრობს. მრავალი ურთიერთდაკავშირებული კედლისგან თუ საგუშაგო კოშკისგან შედგება. სამშენებლო მასალებიც ადგილიდან ადგილამდე იცვლება.

ასეა თუ ისე, დღემდე ყველაზე შთამბეჭდავ ნაგებობად ითვლება კაცობრიობის ისტორიაში. 1987 წლიდან UNESCO World Heritage-ის ჩამონათვალშიც შედის. როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი ნაგებობაცაა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს და ამას ნასაც ადასტურებს.

„ლიბერთის” სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წლამდე იზრდება

ქართული კომპანია SmartSoft არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ციფრული სპონსორი გახდა