in

მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდი ხდება!

თუ გაეროს პროგნოზებს დავეყრდნობით, გლობალური მოსახლეობის რაოდენობა 2022 წლის 15 ნოემბრისთვის, ანუ სულ რაღაც სამ თვეში, 8 მილიარდს მიაღწევს. 

M2
M2

კონკრეტული მაჩვენებელი კი 2030 წლისთვის 8.5 მილიარდი უნდა იყოს, 2050 წლისთვის 9.7, ხოლო 2100 წლისთვის 10.4 მილიარდი. მართალია, გაეროს თქმით, ჩვენ 10 მილიარდს გადავაჭარბებთ, მაგრამ ვიტგენშტაინის დემოგრაფიის ცენტრი (WSJ) ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ეს ასე არ მოხდება. შესაძლოა, განათლებამ და ცხოვრების ხარისხის ამაღლებამ გლობალური ნაყოფიერება მკვეთრად შეამციროს. 

აქ ორი დიდი კითხვაც იკვეთება: რა მოხდება ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალი შობადობის ქვეყნებში?

ფაქტი კი ის არის, რომ მოსახლეობის ზრდა მნიშვნელოვან შედეგებს მოგვცემს — ყველაზე საგანგაშო მოსახლეობის ბომბი შეიძლება იყოს, რომელიც მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში უკვე იგრძნობა. ამას სწრაფად დაბერებული ჯგუფები იწვევს, რომელთაც მათზე ზრუნვისთვის უკვე ნაკლები ახალგაზრდა ჰყავთ. 

საბოლოოდ მთლიანი მოსახლეობა მნიშვნელობას მოკლებული რიცხვია. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ამ ადამიანებს, რა უნარ-ჩვევები გამოიმუშავეს ან აქვთ თუ არა საკმარისად ის, რის ჭამასაც შეძლებენ, — ამბობს ვოლფგანგ ლუცი, ვიტგენშტაინის დემოგრაფიის ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი.

LEGO-მ ბავშვების წარმოსახვით სათამაშო მოედანი ააშენა

როგორ გავაკეთოთ პროდუქტის რეკლამა თავად ამ პროდუქტის ჩვენების გარეშე?