in

მკვლევრებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მცენარე აღმოაჩინეს

200 კვ.მეტრზე ერთი ზღვის ბალახია გადაჭიმული…

ავსტრალიის სანაპიროებთან ჩვენთვის ცნობილი მცენარეებიდან ყველაზე დიდი ზღვის ბალახი აღმოაჩინეს. თუმცა ბალახები ცალკეულ ერთეულებად არ უნდა აღიქვათ. გენეტიკური ტესტირებით დაადგინეს, რომ დიდი წყალქვეშა მდელო სინამდვილეში ერთი მცენარეა… დიახ, ისინი თვლიან, რომ ყველა მათგანი ერთი თესლიდან განვითარდა და ეს პროცესი 4500 წლის მანძილზე გრძელდებოდა. 

M2
M2

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ზღვის ბალახის საფარი 200 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული და იგი შემთხვევით ზვიგენის ყურეში აღმოაჩინეს. მკვლევრები სახეობის გენეტიკური მრავალფეროვნების დადგენასაც ცდილობდნენ.  ეს ცნობილი სარეველა აღმოჩნდა, რომელიც ავსტრალიის სანაპიროების გასწვრივაც გვხვდებოდა. 

კვლევის პროცესი საკმაოდ საინტერესოც იყო, ბალახების ნიმუშები აიღეს და 18 000 გენეტიკური მარკერი შეაგროვეს, რათა თითოეული მათგანის თითის ანაბეჭდი აეღოთ. მათი მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რამდენ მცენარეს შეიცავდა მდელო.

პასუხმა ყველა გაგვაოგნა — სულ ერთი იყო. გამოდის, რომ ერთი მცენარე 180 კილომეტრზე მეტ სივრცეში გაიზარდა, რაც მას დედამიწაზე ყველაზე დიდ მცენარედაც აქცევს, — ამბობს ჯეინ ეჯელო, კვლევის წამყვანი ავტორი.

ამასთან, მეცნიერები გაოგნებულები არიან მცენარის გამორჩეული გამძლეობითა და ადაპტაციის უნარითაც.

როგორც ჩანს, იგი საკმაოდ გამძლეცაა, უძლებს განსხვავებულ ტემპერატურებს, მარილიანობასა და უკიდურესად მაღალ განათებას, ეს ყველაფერი ერთად კი ბევრი მცენარისთვის ძალიან სტრესული იქნებოდა, — განმარტავს ელიზაბეტ სინქლეარი, ერთ-ერთი მკვლევარი.

ხოლო რადგან ზღვის ბალახი წელიწადში 35 სანტიმეტრით იზრდება, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ დღევანდელ ზომამდე მისასვლელად მას 4500 წელი დასჭირდებოდა.

Walmart დრონებით მიწოდების ქსელს აფართოებს

მამაკაცმა $16 000 დახარჯა, რათა „ძაღლად ქცეულიყო“