in

ნახეთ: მსოფლიოში პირველი DYI ჰაერგამტარი კომპიუტერი

მოწყობილობამ ტესტირება წარმატებით გაიარა

რამდენად ინოვაციური შეიძლება იყოს თქვენი კომპიუტერის დიზაინი? მეთიუ პერკსი, (იუთუბზე ცნობილი როგორც  DIY Perk) თავის ჰაერგამტარ კომპიუტერს ახალ ეტაპზე აჰყავს. მეთიუს სურდა, თავისი კომპიუტერი Nvidia RTX 3080 გრაფიკული ბარათით და 16 ბირთვიანი AMD Ryzen 5950X CPU-ით ყოფილიყო აღჭურვილი. ეს კომბინაცია კი აქტიურ გაგრილებას საჭიროებს, რადგან ძალიან დიდ სითბოს წარმოქმნის. 

Liffit
Liffit

ამ შემთხვევაში მოწყობილობის კომპაქტურობაზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან მის ძირითად ნაწილს ე. წ. “ფილტვები” (მეტაფორულად) იკავებს. უშუალოდ პროცესორის კომპონენტები კი ზედა ნაწილშია განთავსებული. მთლიანობაში სისტემა აკრილის გოფრირებული მილაკის, ნახვრეტებისა და წყლის მარყუჟის მეშვეობით გრილდება. მთელი ცხელი ჰაერი ზედა ნაწილიდან გამოიდევნება, რათა მისი შიგნით დარჩენა თავიდან იქნას აცილებული. 

ტესტირების განმავლობაში, ამ უნიკალური გაგრილების სისტემის გამოყენებით ცენტრალური პროცესორისა და გრაფიკული დამუშავების ერთეულის ტემპერატურა შესაბამისად 60°C და 62°C იყო. ეს კარგი ტემპერატურაა საშუალო მახასიათებლების თამაშებისთვის, მაგრამ ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ულტრა პარამეტრების უპრობლემოდ გამოყენებას შეძლებთ. 

ყოველდღე არ იქმნება ასეთი ფუტურისტული კომპიუტერი და მისი ინოვაციური დიზაინის გათვალისწინებით, სრული ვიდეოს ნახვა ნამდვილად ღირს!

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi-ს მორიგი ვორქშოპი გაიმართება

Mystartup და Festival „Haerze“ დამეგობრდნენ