in

მსოფლიოში ყველაზე გრძელი მანქანა აუზით, გოლფისა და ვერტმფრენის მოედნებით

ამერიკულ ოცნებად წოდებული 1976 წლის CADILLAC ELDORADO-ს რედიზაინი

1976 cadillac eldorado 1986 წელს გინესის რეკორდებში ყველაზე გრძელი მანქანის ტიტულით მოხვდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ საკუთარი დიდება დაკარგა, არც ხალხის ინტერესით გამოირჩეოდა, სანამ „ავტოზეუმის” მფლობელმა, მაიკლ მანინგმა ერთ-ერთ საიტზე სიაში არ იხილა ეს მოდელი. გამყიდველ კორპორაციას თავიდან არ სურდა მანქანის მენინგისთვის მიყიდვა, რადგან მისი შეთავაზებული ფასი ძალიან დაბალი მოეჩვენა, მაგრამ მან კომპანიასთან პარტნიორობის გარიგება დადო, რითაც დაიყოლია ისინი.

თუმცა შეცვლილი პოლიტიკისა და ბიუჯეტის გამო, მენინგმა საბოლოო ჯამში უარი თქვა მანქანის რესტავრაციაზე და ის დაახლოებით 8 წელი შენობის უკან, მიტოვებულ მდგომარეობაში იდგა, სანამ 2019 წელს არ გამოჩნდა მაიკლ დეზერი, დეზერლენდის პარკის ავტომუზეუმისა და ტურისტული ატრაქციონების მფლობელი. მან დაიწყო მუშაობა რესტავრაციაზე და აღადგინა „ამერიკული ოცნება”, რომელიც ახლა ბევრად უფრო დიდი და მდიდრულია, ვიდრე თავის დროზე.

რა არის ახალი „ამერიკულ ოცნებაში”?

ახალმა ამერიკულმა ოცნებამ – რომლის სავარაუდო ღირებულება 250 000 აშშ დოლარია, სრული რესტავრაცია გაიარა. შეიცვალა მისი ინტერიერი, ძრავა და აქვს აუზი, ჯაკუზი, მინი გოლფის მოედანი, წყლის ლეიბი და მოედანი ვერტმფრენის დასაჯდომად. 

ავტომობილი გამოფენილი იქნება დეზერლენდის პარკში, ორლანდოში, ფლორიდაში, თუმცა მისი გზებზე მართვაც შესაძლებელია. მისი პირველი მყიდველი, მენინგი ამბობდა, რომ ამ მანქანის ტარებისას მთავარი სირთულეა სწორი გზების მოძებნა, რადგან სიგრძის გამო მას ფართო რადიუსი სჭირდება. „ჩვენ წინასწარ მოგვიწევს მარშრუტის შედგენა, რათა ვიცოდეთ, სად მოვუხვევთ. ასე რომ, ის არ არის ყოველდღიური მართვისთვის”.

რესტავრაციის პროცესი, რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი. გუნდმა შეცვალა მთელი მანქანის სალონი, ყველა საბურავი, ძრავა, გადაკეთდა აუზი და ვერტმფრენის მოედანი; მგზავრების ადგილას დაგებულია ხალიჩა, სალონი ტყავისაა და აქვს led განათება. ის შეიძლება იყოს კონფიგურირებული იყოს ნებისმიერი ტიპის წვეულებისთვის, რადგან 75 ადამიანს იტევს.

Kernel Flow — ჩაფხუტი, რომელსაც ჩვენი ტვინის „წაკითხვა“ შეუძლია

როგორ დაეხმარა პანდემია კომპანიებს დაქირავების ახალი მოდელების შემუშავებაში?