in

მკვლევრებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა აკუსტიკური გამაძლიერებელი შექმნეს!

ის ადამიანის თმაზე 1000-ჯერ თხელი და წინა ვერსიებთან შედარებით 10-ჯერ ეფექტურია

თანამედროვე მობილური ტელეფონები აღჭურვილია რადიოსიგნალებით, რათა სატელეფონო ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და მაღალსიჩქარიანი მონაცემების გასაგზავნად თუ მიღება შეძლოს.

M2
M2

მიუხედავად იმისა, რომ რადიოსიგნალების კომპონენტების უმეტესობა (მათ შორის, გამაძლიერებელი) ელექტრონულია, მათი აკუსტიკური მოწყობილობების ზომამდე შემცირება უკეთესი იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რადიოსიგნალების დასამუშავებლად ელექტრონების ნაცვლად ხმის ტალღებს გამოიყენებენ.

“აკუსტიკური ტალღის მოწყობილობები თავისთავად კომპაქტურია, რადგან ამ სიხშირეებზე ბგერის ტალღის სიგრძე ადამიანის თმის დიამეტრზე მცირეა” – ამბობს დოქტორი ლიზა ჰეკეტი, Sandia National Laboratories-ის მკვლევარი.

რადგანაც აქამდე მრავალი კომპონენტისთვის შეუძლებელი იყო ხმის ტალღების გამოყენება, Sandia National Laboratories-ის მკვლევრებმა ნახევარგამტარული მასალებით 276-მეგაჰერციანი გამაძლიერებელი დაამზადეს. ის ადამიანის თმაზე 1000-ჯერ თხელია. შედეგად მიღებული გამაძლიერებელი კი წინა ვერსიებთან შედარებით 10-ჯერ ეფექტურია. მას სიგნალის სიძლიერის გაზრდა 0,2 მმ-ში 100 ფაქტორით შეუძლია, რისთვისაც მხოლოდ 36 ვოლტი ელექტროენერგია და 20 მილივატი სიმძლავრეა საჭირო.

ასევე, მეცნიერებმა პირველი აკუსტიკური ცირკულატორი შექმნეს,რომელიც გადაცემულ და მიღებულ სიგნალებს ერთმანეთისგან განაცალკევებს. “ერთი შეხედვით ეს წვრილმანი ნაწილები მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს იმისა, რომ ყველა ტექნოლოგია, რომლებიც რადიოტალღებით აგზავნის და იღებს ინფორმაციას, უფრო მცირე და დახვეწილი გახდება” – აცხადებენ მკვლევრები.

სუბტროპიკულ სიმწვანეში ჩაფლული კომპლექსი, სადაც ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა ერწყმის – Bamboo Beach Tsikhisdziri, REDCO

Pinterest საყიდლების სიის ახალ მახასიათებლებს გვთავაზობს