in

მსოფლიო ბესტსელერი უკვე ქართულად!

ადელ ფაბერისა და ელეინ მაზლიშის ბესთსელერი, მშობლების გზამკვლევად აღიარებული წიგნი – „როგორ ველაპარაკოთ ბავშვებს ისე, რომ მოგვისმინონ და როგორ მოვუსმინოთ ბავშვებს ისე, რომ გველაპარაკონ?” არაერთ ენაზეა ნათარგმნი და 3 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. წიგნი უკვე ქართულ ენაზეც არის ხელმისაწვდომი.

  წიგნი გამოიცა გამომცემლობა „ცნობისმოყვარე პანდას“ მიერ, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანის“ მხარდაჭერით.

ეს არის წიგნი, რომელიც გასწავლით, როგორ იყოთ უფრო ეფექტურები თქვენს შვილებთან ურთიერთობისას და მეტად ლოიალურები საკუთარი თავისადმი. მსოფლიო მასშტაბით ნაქები, პოპულარული, პატივისცემაზე დამყარებული მიდგომა ნებისმიერი ასაკის ბავშვთან ურთერთობას ხდის ნაკლებად სტრესულს და მეტად ღირებულს.

 კომუნიკაციის მეთოდები, დასურათებული საყვარელი ნახატებით, რომლებიც გვიჩვენებენ თითოეულ ხერხს მოქმედებაში – გვთავაზობენ ინოვაციურ გზებს ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.

ისწავლით, როგორ:

  • გაუმკლავდეთ თქვენი შვილის უარყოფით გრძნობებს – გაღიზიანებას, იმედგაცრუებას, ბრაზსა და სხვას.
  • გამოხატოთ თქვენი ბრაზი ისე, რომ არ ავნოთ.
  • მოახერხოთ თქვენი შვილის ნებაყოფლობითი თანამშრომლობის ჩართვა.
  • დააწესოთ მკვეთრი საზღვრები და მაინც შეინარჩუნოთ კეთილგანწყობა.
  • გამოიყენოთ დასჯის ალტერნატივები.
  • გადაჭრათ ოჯახური კონფლიქტები მშვიდობიანად.

,,იმის გამო, რომ ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული წიგნების სიმწირეა ჩვენს ქვეყანაში, სამმა ენთუზიასტმა მშობელმა მივიღეთ გადაწყვეტილება ქართულად გვეთარგმნა ჩვენი საყვარელი წიგნი. იმის გამო, რომ ბავშვების დასჯა და ავტორიტარული აღზრდის სტილი კვლავ პრობლემური საკითხია, ვფიქრობთ, რომ ამ წიგნის გამოცემა წინ გადადგმული ნაბიჯია პოზიტიური აღზრდის განვითარებაში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წიგნი არის  ადვილად საკითხავი და  ძალიან პრაქტიკული. პატივისცემით გამსჭვალული მიდგომები მიესადაგება, არამარტო პატარა ბავშვებს, არამედ ნებისმიერი ასაკის მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობას, მისაღებია ყველა კულტურისა და ტრადიციისთვის. წიგნი გვასწავლის კონკრეტულ გზებსა და გვაძლევს რჩევებს, როგორ შევცვალოთ აღზრის სტილი ისე, რომ სასარგებლო იყოს მომავალი თაობებისთვის.” – აცხადებენ გამომცემლები.

ადელ ფაბერი და ელეინ მაზლიში არიან მსოფლიოში აღიარებული, მრავალი ჯილდოს მფლობელი ექსპერტები ბავშვებთან კომუნიკაციის დარგში. მათი საავტორო პროგრამები მთელს მსოფლიოში გამოიყენება უფროსებსა და ბავშვებს შორის სწორი კომუნიკაციის დამყარებასა და გაუმჯობესებაში.

წიგნის შეძენა შესაძლებელია:

www. Cp-publishing.com
Amelie flowers shop
MON CHOU
ექსპო ჯორჯია, წინასაახალწლო თბილისის წიგნის დღეები

საშობაო “სიურპრიზი” ატალანტას – დიზაინერებმა მაისურზე შეცდომით ტურინული ძეგლი დაიტანეს

უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები საქართველოში და მათი როლი ქართული ბაზრის განვითარებაში