in

არქეოლოგებმა მსოფლიოში უძველესი შარვალი აღმოაჩინეს

მასში კერვის უნიკალური ტექნიკაა გამოყენებული

ჩინეთში არქეოლოგთა ჯგუფმა უძველესი შარვალი აღმოაჩინა. იგი მეომრების საფლავში იპოვეს და ტექსტილის ინოვაციური ქსოვის ტექნიკის ნიმუშია.

M2
M2

სამარხი, სადაც შარვალი აღმოაჩინეს, ტაკლამაკანის უდაბნოს პირას, ტურფანის ოაზისთან ახლოს მდებარეობს. ეს ადგილი ჯერ ბრინჯაოს ხანის მომთაბარეებისთვის, შემდეგ კი აბრეშუმის გზის ქარავნებისთვის ჩვეულებრივი გაჩერება იყო. რეგიონში არსებული მშრალი კლიმატის გამო კი საფლავი, მათ შორის საკვები და ტანსაცმელიც, კარგად იყო შენარჩუნებული. 

კვლევის თანახმად, შარვალი, სავარაუდოდ, მთლიანი სამოსის მხოლოდ ნაწილია და ცხენოსნებისთვის არის განკუთვნილი, რასაც მისი დიზაინითაც მარტივად მიხვდებით, რადგანაც შარვალი საკმაოდ თანამედროვედაც გამოიყურებოდა. მკვლევრებმა შარვლის რეპლიკაც შექმნეს. 

ინოვაციური მიდგომა

თავდაპირველად ექსპერტები ქსოვილზე ჭრის კვალის არარსებობის გამო გაკვირვებულები იყვნენ. თუმცა შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მათ დასამზადებლად ქსოვის სამი ტექნიკის კომბინაცია იყო გამოყენებული. ეს მოგვიანებით ექსპერტი მქსოველის მიერ შარვლის ხელახლა შექმნილმა ვერსიამ დაადასტურა.

შარვლის დიდი ნაწილი “ტვილის” ქსოვილისგან შედგებოდა — მოიცავს მყარ ქსოვილს, რომლის ზედაპირზეც დიაგონალი ხაზები ერთმანეთის პარალელურად გვხვდება. ტვილი ნაქსოვ მატყლს უფრო ელასტიკურს ხდის და მის მოსაქსოვად ბამბასა და პოლიესტერს ხშირად იყენებენ. თანამედროვე ჯინსების უმეტესობა ზუსტად ამ ქსოვილით მზადდება, რაც აღმოჩენილ შარვალს ტექსტილის ისტორიაში ინოვაციად აქცევს. მუხლების ადგილზე კი გობელენის ქსოვის ტექნიკა იყო გამოყენებული, რათა ამ ადგილისთვის უფრო დამცავი ქსოვილი შეექმნათ. 

უძველესი მესაქონლეობის ჯგუფების კულტურული პრაქტიკა და ცოდნა მთელ აზიაშიც გავრცელდა. მხედრის შარვლის დეკორაციისთვის გამოყენებული ნიმუშები ბრინჯაოს ჭურჭელზეც გვხვდება, რომელიც ჩინეთში დაახლოებით ამავე დროს აღმოაჩინეს.

ნახეთ: ალუბლის ყვავილობის იმერსიული ინსტალაცია

რა მიმართულების ინფლუენსერ მარკეტინგი იქნება აქტუალური 2022 წელს?