in

1 ივნისს მთაწმინდის პარკში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნება!

1 ივნისს მთაწმინდის პარკში, ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელ ადგილზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გრანდიოზულად აღინიშნება. ის პარკის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებაა.

პარკის მთავარ მოედანზე მოსულ სტუმრებს უამრავი აქტივობა და გასართობი პროგრამა დახვდებათ:

საბავშვო ანსამბლების და სტუდიების კონცერტები, ანიმატორები, ზღაპრის გმირები, პრიზების გათმაშებები, ხელოვნების სკოლის მიერ წარმოდგენილი შემეცნებითი თამაშები, ტანმოვარჯიშე ბავშვების წარმოდგენები, თოჯინების თეატრი, ჟოზე და მისი მეგობრების გასართობი პროგრამა.

პარტნიორი კომპანიების მიერ მოწყობილი სივრცეები საჩუქრებით და უამრავი გასართობით.

პროგრამის კულმინაცია – რეზო და ბავშვების კონცერტი 19:00 საათიდან.

ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში, 20:00 საათამდე გასართობი პროგრამა უწყვეტი რეჟიმით ჩატარდება.

ატრაქციონები  იმუშავებს:  დილის 11:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე.

მთაწმინდის პარკი ულოცავს ყველა ბავშვს 1 ივნისს და ნამდვილ ზღაპრულ, ყველაზე მხიარულ გარემოს შექმნას ჰპირდება.

ღონისძიებებზე  დასწრება თავისუფალია.

მომავლის წამოწყება – „თეგეტა“, როგორც ენერგოეფექტური, მწვანე კომპანია

რთული სიტუაციების დაძლევის 3 სტრატეგია ხელმძღვანელებისთვის