in

რა ხდებოდა წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიების, CES-ის მეორე დღეს

სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუ წარმატებით გრძელდება

veon
veon

როგორც უკვე იცით, სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუ (CES) 11 იანვარს დაიწყო, სადაც პირველივე დღეს საინტერესო და ინოვაციური ტექნოლოგიები წარადგინეს. ღონისძიება 12 იანვარსაც წარმატებით გაგრძელდა.

სტატიაში შემოგთავაზებთ გასული დღის რამდენიმე, განსკუთრებით გამორჩეულ პროდუქტებს.

1) ელექტრო მანქანა მზის პანელებით

დღესდღეობით ბევრი ელექტრო კომპანია ბუნებრივი ენერგიის წარმატებით მოპოვებაზეა ორიენტირებული. CES-ზე Sono Motors ‘Sion-ის ახალი, მზის პანელებით აღჭურვილი მანქანა იქნა წარდგენილი. მანქანის დამუხტვა, ელექტრონული დამტენის გარდა, უშუალოდ მზის ენერგიითაც არის შესაძლებელი, რისთვისაც მზიან დღეს 21.7 მილის გავლა სრულიად საკმარისია. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მას მზის პანელები კარებზე და სახურავზეც აქვს, ჩამავალი მზის დროსაც იღებს მანქანა ენერგიას.

2) და თქვენს პარფიუმს არ აქვს აპლიკაცია?

სუნამოს სტრატაპმა Ninu-მ გადაწყვიტა, არომატული და ტექნოლოგიური სიამოვნება გაეერთიანებინა. გუნდის წევრებმა შექმნეს სუნამო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციასთან არის დაკავშირებული და შედეგად მასში არსებული სამი არომატი თქვენი განწყობის, წელიწადის სეზონის, რაიმე მოვლენის შესაბამისად იცვლება.

3) AirPop-ის ჭკვიანი ნიღაბი ჰაერის ხარისხს აკონტროლებს

მას შემდეგ, რაც ნიღაბი ჩვენი ყოველდღიურობის აუცილებელ და განუყოფელ ნაწილად იქცა, კომპანიებმა მათი მრავალგვარი ვარიაცია შემოგვთავაზეს. ერთ-ერთი მათგანია AirPop-ის ჭკვიანი ნიღაბი, მასში მოთავსებული Halo სენსორით ჰაერის ხარისხს აკონტროლებს და გაცნობებთ, როდის უნდა შეცვალოთ დაბინძურებული ჰაერის გამწმენდი ფილტრი. ასევე, ის ამოწმებს თქვენი სუნთქვის ტემპს, რისი გადამოწმებაც შესაბამის მობილურ აპლიკაციაში შეგიძლიათ.

4) Razer-ის სკამი და “გასაშლელი” ეკრანი

სათამაშო ლეპტოპის მწარმოებელმა კომპანიამ – Razer, ღონისძიებაზე ორი პროდუქტი წარმოგვიდგინა – ნიღაბი და რაც მთავარია, სკამი თავისი “გასაშლელი” ეკრანით. ეს ძალიან მოსახერხებელი პროდუქტია, როგორც ნაკლების სივრცის საჭიროების, ასევე კომფორტის მხრივ.

5) General Motors-ის ელექტრომობილები 

GM-ის მიერ CES-ზე წარმოდგენილი ახალი, ელექტროგადამცემი მანქანა – EV600 არის მსუბუქი კომერციული სატვირთო, რომელსაც საათში 3 მილის გავლა შეუძლია. მათ, სავარაუდოდ, წლის ბოლოს უკვე ვიხილავთ ქუჩებში, როდესაც სადისტრიბუციო კომპანიები მათ აქტიურ მოხმარებას დაიწყებენ.

6) Ampere-ის საშხაპე ბლუთუზ დინამიკი წყლით მუშაობს

ალბათ, ყველასათვის სასიამოვნოა შხაპის მიღების დროს სასურველი მუსიკის სმენა და დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვა. თუმცა რთულია, ჩვეულებრივი ტექნიკით ამის გაკეთება, მისი დასველების ან მეტისმეტად დაორთქვლის გარეშე. ამიტომაც Ampere-მა შექმნა სპეციალური საშხაპე ბლუთუზ-დინამიკი, რომელიც წყლით მუშაობს.

ინგლისური ქალანის მეთოდით – „დახურეთ წიგნები და მიჰყევით მასწავლებელს!“

მეცნიერებმა 13 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კვაზარი აღმოაჩინეს