in

რა ხდებოდა წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიების, CES-ის პირველ დღეს

სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუ ონლაინ რეჟიმში 11 იანვარს დაიწყო და ოთხ დღეს გაგრძელდება

veon
veon

გლობალურმა პანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ, მიუხედავად რიგი შეზღუდვებისა, ვერ შეაჩერა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორიცაა სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუ (CES).

სტატიაში კი შემოგთავაზებთ გასული დღის მოკლე შეჯამებას – საინტერესო და ინოვაციურ მიგნებებს, რომლებიც CES-ის შოუზე იქნა წარდგენილი.

1) სფერული ყინულის ბურთების შემქმნელი მაცივარი

LG-ის ახალი მაცივარი გვთავაზობს, მოსაწყენი ყინულის ფორმები ორიგინალური სფერული ყინულებით ჩავანაცვლოთ. ასევე, მაცივარს აქვს ნელა მდნობი ყინულის შექმნის ფუნქცია, რომელიც სასმელის გასაგრილებლად, გემოს დაკარგვის გარეშე, საუკეთესო საშუალებაა.

2) Samsung-ს თქვენი სახლის რობოტებით ავსება სურს

CES-ზე Samsung-მა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა და რუტინის შესამსუბუქებლად, სამი დროიდი შემოგვთავაზა. ერთ-ერთი მათგანია JetBot 90 AI+ – უსაფრთხოების კამერა და ვაკუუმი, რომელიც დასუფთავების დროს, ობიექტის ამოსაცნობად სენსორებს იყენებს.

მას მოსდევს Bot Care5 – პირადი ასისტენტი, რომელიც თქვენი დღის რეჟიმს ეცნობა და გახსენებთ მას; Bot Handy6 კი შეძლებს, თქვენი ჭურჭელი სარეცხ მანქანაში მოათავსოს, ან ღვინო დაგისხათ და ასე შემდეგ.

3) Acer-ის ქრომბუქები

Acer-მა წარმოგვიდგინა ახალი, პირველი ქრომბუქი (Chromebook 514), რომელიც მოწინავე მიკრო მოწყობილობებზეა დაფუძნებული. როგორც ვარაუდობენ, 2021 წელს ბევრ ასეთ ქრომბუქს ვიხილავთ, მათი შეძენა კი თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.

4) BioMilq-ის ლაბორატორიულად შექმნილი ადამიანის რძე

BioMilq-ის გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, მთელი სამყარო შეცვალოს! რადგანაც დედის რძე საუკეთესო საკვებია ახალშობილისთვის, მისი აუცილებლობა მუდამ იყო და იქნება ჩვენს ცხოვრებაში. კომპანია, ადამიანის რძის ლაბორატორიულად შესაქმნელად, ქალის სარძევე ეპითელურ უჯრედებს აგროვებს და ამუშავებს მათ.

5) მოგწონთ სიბნელეში სირბილი? ახალი ყურისდამხშობი სინათლეს ირეკლავს

JBL-ის მიერ შექმნილი ყურისდამხშობი (Reflect Mini NC TWS) იდეალური ნივთია მათთვის, ვისაც გამთენიისას ან შებინდებისას უყვართ სირბილი. ის სინათლეს ირეკლავს, რათა მანქანებმა შეამჩნიონ და უსაფრთხოდ დაკავდნენ “საქმიანობით”. ასევე, მისი დაკავშირება შესაძლებელია Google-სა და Alexa-ს ასისტენტებთან.

6) V-Moda-ს ყურსასმენებს ხმაურის დამხშობი დაემატა

V-Moda-მ ხმაურის გამქრობი ყურსასმენის შესაქმენლად ძველი მოდელის დიზაინი გამოიყენა. მისი ელემენტის გამძლეობის დრო 20 საათია და მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ახალი პროდუქტი იდეალური საშუალება იქნება მუსიკის ხმაურის გარეშე მოსასმენად.

7) iPhone-ის სადგამი

Moft (მობილური ოფისი მოგზაურთათვის) მობილური ტელეფონების აქსესუარების ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა, რომელიც მუდამ კრეატიულ პროდუქციას გვთავაზობს. ახლაც მან წარმოგვიდგინა მაგნიტის სამ შრიანი iPhone-ის სადგამი, რომელიც მოსახერხებელია მისი ყველა რეჟიმისთვის (პორტრეტის, პეიზაჟის და სხვ.). ასევე მას აქვს საკრედიტო ბარათების მოსათავსებელი სივრცე.

8) მოძრავი კომპიუტერული ჭადრაკის დაფა

ახალი კომპიუტერული ჭადრაკის მეშვეობით შეგიძლიათ, მასში ჩამონტაჟებული ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ ითამაშოთ. ასევე, ის უკავშირდება ისეთ სერვისს, როგორიცაა Chess.com, შესაბამისად უაკვშირდებით და ეთამაშებით მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

9) LG-ის OLED ტელევიზორები

OLED (ორგანული LED) განსაკუთრებით განსაცვიფრებელია ჩაბნელებულ ოთახში, რადგან მისი ყოველი პიქსელი კონტრაჟურულ განათებას იყენებს.

10) თქვენი ნიღბის დატენვის დროა

პროდუქტის, სახელწოდებით MaskFone, ოფიციალური დებიუტი CES-ზე შედგა. ის აერთიანებს გარეცხვად ქსოვილებს, N95 ფილტრს, ჩაშენებულ მიკროფონსა და მიმაგრებულ ყურსასმენებს. ნიღბის დაკავშირება შეგიძლიათ Google-სა და Alexa-ს ასისტენტებთან

11) Qualcomm-ის თითის ანაბეჭდის სენსორი

მართალია, უკვე მობილური ტელეფონების უმეტესობა იყენებს თითის ანაბეჭდის სენსორს, თუმცა, როგორც ამბობენ, ისინი არც თუ ისე სანდოა. Qualcomma-მა კი შექმნა მეორე თაობის 3D Sonic სენსორი, რომელიც 50%-ით უფრო სწრაფი და 77%-ით დიდია. მას შეუძლია თითის წვერიდან 1,7x მეტი ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება.

12) მზად ხართ მანქანისთვის, რომელსაც ყველა ეკრანის დაფა აქვს?

ვის სჭირდება ღილაკები, როდესაც ეკრანები გაქვთ? წელს სადებიუტო წარდგენა გააკეთა Mercedes-Benz EQS-მა MBUX Hyperscreen 55.5 დიუმიანი სიგანის ეკრანის სახით, რომელიც  სამი ჰაპტიკური OLED სენსორული ეკრანისგან შედგება. მისი ენერგიისთვის საჭიროა რვა კომპიუტერის ცენტრალური დამუშავების განყოფილება (პროცესორი უცნობია) და 24 გბ ოპერატიული მეხსიერება.

13) Philips-ის კბილის ჯაგრისი

კომპანიამ წარმოგვიდგინა მძლავრი და გლუვი კბილის ჯაგრისი, რომელიც აპლიკაციას უკავშირდება, სადაც აისახება ჩვენი კბილების გახეხვის გამოცდილება. აპლიკაცია ავტომატურად ცვლის ხეხვის ინტენსივობას, თუ ამის საჭიროებაა.

14) კობალტისგან თავისუფალი ელემენტები

ლითიუმის ბატარეები კობალტსაც შეიცავს, როგორც ელემენტის კათოდურ მასალას. დღეს მსოფლიოში კობალტის მომარაგების ნახევარზე მეტი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკადან მოდის. მრავალი გამოძიების შედეგად კი გაირკვა, რომ მისი მოწოდების ჯაჭვში ბავშვთა შრომა და საშიში სამუშაო პირობებია. ამიტომაც, Panasonic-მა წარადგინა ელემენტი, რომელსაც კობალტის შემცველობა არ ექნება.

15) Wi-Fi 6E

Wi-Fi 6E ათლეწულების განმავლობაში უკაბელო ინტერნეტის უდიდესი განახლებაა. მის გამოსაყენებლად საჭიროა შესაბამისი მხარდაჭერის აპარატურა, რასაც Linksys-ს როუტერი უზრუნველყოფს. Wi-Fi 6E ახალი სტანდარტია საშინაო ქსელური აპარატებისთვის და ის საშუალებას იძლევა, გამოვიყენოთ 6 გიგაჰერციანი უსადენო სპექტრი.

16) Lenovo-ს ახალი იაფი პლანშეტი

Lenovo-ს ახალი პნაშეტი სულ რაღაც $230 ღირს. მას აქვს IPS LCD 11 ინჩიანი ეკრანი, Snapdragon 662 ჩიპი LTE კავშირით, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და ბავშვებზე მორგებული Google-ის Kids Space.

17) TCL-ს მობილური ტელეფონი

TCL-მა წარმოგვიდგინა მოძრავი AMOLED ეკრანის მქონე მობილური.

18) Targus-ის ანტიმიკრობული ზურგჩანთა

Targus-ის ახალი კომპაქტური, ანტიმიკრობული ზურგჩანთა დაგეხმარებათ, “მთელი ოფისი სახლში გადაიტანოთ”. კომპანია ასევე თანამშრომლობს  Samsungთან, USB-C დოკისთვის.

19) LG-ის მოძრავი მობილური ტელეფონი

LG-მ ფოტოს სახით წარმოგვიდგინა მობილური ტელეფონი, რომელიც განსხვავდება სტანდარტული ფორმის მობილურებისგან და მას LG Rollable უწოდა.

20) TCL-ის 8k რეზოლუციის ტელევიზორი

როგორც ჩანს, TCL ინარჩუნებს “გვრიგვინს” ტელევიზორების სერიაში. მომხმარებელთა ვარაუდით, ეს საუკეთესო პროდუქტია, რისი შეძენაც 2021 წელს იქნება შესაძლებელი.

21) Motorola-ს G სერიის განახლებული მობილური ტელეფონები

მოტორალს მიერ წარმოდგენილ მობილურს 2020 წელთან შედარებით მცირე განახლებები აქვს. თანაც, სამწუხაროდ, ის ანდროიდის მხოლოდ ერთ (Android 11) განახლებას მიიღებს, რომელიც გასული წლის სექტემბერში გამოვიდა.

22) Lora DiCarlo-ს ახალი სექს-სათამაშო

Lora DiCarlo-მ CES-ზე სექს-სათამაშოების ახალი კოლექცია წარადგინა, რომელშც სამი ახალი პროდუქტია. სამივე მათგანი სხეულის ინტიმური ნაწილების გასათბობად, თერმულ გამტარ პოლიმერს იყენებს.

23) მანქანის კოდების რაოდენობა იზრდება

Bosch-მა CES-ის ღონისძიებაზე ხაზი გაუსვა მანქანების კოდების სტატისტიკას, რომლის თანახმადაც 2010 წლისთვის ის 10 მილიონს აღწევდა, ახლა კი მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრია 500 მილიონი კოდისკენ მიისწრაფის, ავტონომიური და ნახევრად ავტონომიური მანქანების გასავითარებლად.

24) აპლიკაცია, რომელიც სხეულის დაზიანებულ კანს ასკანერებს

Miiskin აპლიკაცია დერმატოლოგებს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ დაეხმარება როგორც მათ, ასევე ადამიანებს, რომლებიც ვერ ახრეხებენ ექიმთან ხშირ ვიზიტს. აპლიკაციის მეშვეობით აღმოაჩენთ, რაიმე სახის დაზიანება თუ აღგენიშნებათ კანზე.

25) Fossil-ის ახალი ჭკვიანი საათი Sorta

Fossil Group-ს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მოდის ბრენდების საათებს, როგორიცაა Skagen და Michael Kors, აქვს უამრავი ჭკვიანი საათის შემოთავაზება. სამწუხაროდ, აქ არაფერია წინა წლების საათებისგან რადიკალურად განსხვავებული. თუ თქვენ Fossil Wear OS სმარტ საათს Qualcomm-ის პერსპექტიული ახალი Wear 4100 პროცესორით ელოდით, მოცდა კიდევ ცოტახანს მოგიწევთ.

26) Konka-ს ჭკვიანი სახლის ძირითადი ხაზი ჩრდილოეთ ამერიკაში

საყოფაცხოვრებო გასართობი ჩინეთის ბრენდი Konka ჩრდილოეთ ამერიკის შეთავაზებებში წარადგენს ჭკვიანი სახლის მოწყობილობების ახალ ხაზს. რომელშიც იგულისხმება უსაფრთხოების კამერები, სახლის ვიდეო ზარები, სვადასხვა სახის განათებები და ეს ყველაფერი ერთი აპლიკაციის მეშვეობით იმართება. კომპანია იმედოვნებს, რომ ჭკვიანი სახლი ცხოვრებას გაამარტივებს.

27) აპლიკაცია, რომელიც ამცირებს მართლწერის ხარვეზებს

2020 წლის ივლისში, შვეიცარიის კლავიატურის სტარტაპმა Typewise მოაგროვა დაახლოებით 1 მილიონი დოლარი, ახალი პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობდა მართლწერის ხარვეზების აღმოფხვრას. მაგრამ ახლა წარმოგვდიგინეს გამორჩეული “თაფლის კლავიატურა”  რომელიც, მათი მტკიცებით ამცირებს შეცდომების რაოდენობას.

28) Samsung-ის ტელევიზორების ხაზის განახლება

Samsung Mini LED ტექნოლოგიას იყენებს, რასაც ის “Neo QLED”-ს უწოდებს. ასევე, ულტრა მაღალ დონეზე, Samsung- მა ასევე აჩვენა ახალი 110-დიუმიანი მოდელი, რომელიც იყენებს Mini LED ტექნოლოგიის შემდეგი თაობის ფორმას. და ბოლოს, კომპანიამ დაანოსნსა პარამეტრების ახალი მენიუ ისეთი კონსოლებისთვის, როგორიცაა PlayStation 5 და Xbox Series X.

29) JLab- ის ჩარჩოები ვარჯიშს უფრო უსაფრთხოს ხდის

ძალიან სასიამოვნოა მუსიკის ან რაიმე პოდკასტის სმენა საქმის კეთების ან ვარჯიშის დროს, თუმცა ამას თავისი შესაბამისი კომფორტი სჭირდება. ახალი აქსესუარი არსებითად შედგება მცირე ზომის მოსახსნელი დინამიკებისგან, რომელთა დამაგრებაც ნებისმიერი სათვალის გარშემო შეიძლება. ისინი გაცილებით იაფია, ვიდრე ყურსასმენებისა და სათვალეების კომბინაციები, რომლებიც ადრე გვინახავს.

30) GoSun-ის მზის ენერგიის გამწმენდი საშუალება

პანდემიურ სიტუაციას ბევრმა კომპანიამ აუწყო ფეხი, მათ შორის არის Go Sun, რომელმაც ზურგჩანთის ზომის გამწმენდი საშუალება – Flowწარმოგვდიგინა, თავისი შლანგებით, მისი გამოყენება შეიძლება როგორც საბანაოდ ასევე გარე სამზარეულოს დასასუფთავებლად.

Jok.GE-ს კამპანია – საჩუქრები მათ, ვინც თამაშისას ვირტუალურ პირბადეს მოირგებს

“ჩვენი იდეა ამართლებს” – Coca-Cola-ს ახალი ორიგინალური ქილები