„ბომბორა“, რებრენდინგის შემდეგ „მთაწმინდის პარკად“ იქცა. მას ახალი იმიჯი, პოზიციონირება, ლოგო და სლოგანი აქვს.
პარკის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ფარცხალაძე ამბობს, რომ ძველი იმიჯი პარკს გარკვეულ ჩარჩოებში სვამდა, ახლა კი შეიცვალა სამიზნე ჯგუფი და ბრენდის გარეგანი თუ თვისებრივი მახასიათებლები.
ნათია ფარცხალაძე: მთაწმინდის პარკს 100 წლიანი ისტორია აქვს. დღესდღეობით ის პოზიციონირებს, როგორც სამი თაობის პარკი: ახალგაზრდების, მათი მშობლებისა და შვილების საყვარელი ადგილი ისტორიული ტრადიციებითა და უნიკალური გეოგრაფიულ-ეკოლოგიური გარემოთი.
“მთაწმინდის პარკი” – ესაა კომპლექსური (მრავალფეროვანი) გართობის და დასვენების ადგილი, სადაც ნებისმიერი თაობის ადამიანი შეიქმნის თავის გართობის სამყაროს. პარკი აღარ არის ორიენტირებული მხოლოდ ბავშვებზე.
ჩვენი ვიზიტორების მნიშვნელოვან ნაწილს ასევე წარმოადგენენ ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
როგორი იმიჯი და პოზიციონირება ჰქონდა პარკს აქამდე?
2007 წელს პარკი „ბომბორას“ სახელწოდებით გაიხსნა დამსვენებელთათვის. მაშინ პარკმა შეიძინა ახალი, კონცეპტუალური ფორმა, რომელიც, ძირითადად, ბავშვების გართობის ადგილს წარმოადგენდა, თანამედროვე ატრაქციონებით.
როგორია მთაწმინდის პარკის ახალი იმიჯი?
პარკი სტუმრებს სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს: გართობისთვის – ატრაქციონებს, შემეცნებისთვის – გამოფენებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებს, ასევე კორპორატიულ და საოჯახო დღესასწაულებს.
როგორია ახალი ლოგო და რა დატვირთვა აქვს მას?
ლოგოტიპში გამოყენებულია დედაქალაქის მთავარი ურბანისტური სიმბოლოები, რომელთანაც ასოცირდება პარკი. კომპოზიცია აგებულია სპეციალურად ისეთი რაკურსით, სადაც წინა პლანზე ჩანს გართობის ელემენტები: ამერიკული მთები, რომლის მოხაზულობის დინამიკაში ინტეგრირებულია პარკის სახელწოდება. მთავარი კომპონენტია ასევე ხეთა ჯგუფი, როგორც პარკის ბუნებრივი ლანდშაფტის სიმბოლო. ფერთა გამას განვსაზღვრავთ მწვანე ფერის გრადაციით.
რაც ეხება სლოგანსა და მთავარ გზავნილს. . .
“მთაწმინდის პარკი” – კომპლექსური გართობისა და დასვენების ადგილია, სადაც ნებისმიერი თაობის ადამიანი შეიქმნის თავის გართობის სამყაროს. მთავარი გზავნილიც სწორედ ესაა. გამომდინარე აქედან ყველა ეს ნიშან-თვისება ერთიანდება სლოგანში: “მთაწმინდის პარკი- გართობის ტრადიცია”.
რომელმა კომპანიამ იმუშავა „ მთაწმინდის პარკის“ ახალ იმიჯზე?
მთაწმინდის პარკის ახალ იმიჯზე კომპანია „სტრომბოლმა“ იმუშავა.
როგორც წესი, რებრენდინგი რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო ხორციელდება. როგორ იყო „მთაწმინდის პარკის“ შემთხვევაში?
პარკი თავისი ადგილმდებარეობის, ისტორიის, უნიკალური ლანდშაფტის, ხედების, ფუნიკულიორის, ატრაქციონებისა და კვების ობიექტების ფართო არჩევანის გათვალისწინებით გაცილებით დიდ სეგმენტს მოიცავს. მისი ძველი იმიჯი პარკს გარკვეულ ჩარჩოებში სვამდა.
რა არის ბრენდინგის მიზანი?
ახალი ბრენდინგის მიზანია მთაწმინდის პარკის პოზიტიური იმიჯის ფორმირება მასობრივ სეგმენტში. ასევე, ახალი ვიზუალური სტილისტიკის დამკვიდრება და პარკის ცალკეული ფუნქციური კომპონენტის გაცნობა შეთავაზებას სტუმრებისთვის. როგორებიცაა რესტორნები, ღია კაფეები, კლუბი ანდერვილი, მაღაზიები, ატრაქციონები, ვიდეოთამაშები, სარელაქსაციო ზონები.
როგორ ფიქრობთ, გაამართლებს რებრენდინგი და ბრენდისთვის დასახულ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ?
კვლევებმა გვიჩვენა, რომ მომხმარებელს მთაწმინდის პარკის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. პარკი მათთვის – ზღაპრული სამყაროა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავამართლოთ მათი მოლოდინები და პარკი მართლაც ზღაპრულ სამყაროდ ვაქციოთ.