in ,

თანასწორობას არ აქვს საზღვრები! – Nike-ის შთამბეჭდავი ვიდეორგოლი

Nike მორიგი არაჩვეულებრივი ვიდეორგოლით სამყაროს თანასწორობის შესახებ ახსენებს. როგორც ჩანს, სწორედ თანასწორობა გახდა ბრენდის ახალი მთავარი საზრუნავი. ვიდეორგოლში, სახელწოდებით “equality”, ისეთი ცნობილი სპორტსმენები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ლებრონ ჯეიმსი, სერენა უილიამსი, კევინ დურანტი, გები დუგლასი, ვიქტორ კრუზი, მეგან რაფინო და დელაილა მუჰამადი. სპორტსმენები მაყურებელს იმ ვიწრო სტადიონის მოხაზულობის გარღვევისკენ მოუწოდებენ, რომელიც მათ შესაძლებლობებსა და უფლებებს ზღუდავს. ბრენდის ახალ ნამუშევარს მუსიკალურად  Alicia Keys-ი აფორმებს, სიმღერით “A Change Is Gonna Come”.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=87&v=43QTjFCPLtI

Nike-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2017 წელს ბრენდი, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, 5 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს, მთელი ამერიკის მასშტაბით, თანასწორობის მხარდასაჭერად.

Google Home – ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელს სახლის საქმეებში ეხმარება

რიცხვები, რომლისაც ყველას გვეშინია