23
May
2017

მთელი ქალაქი შენ ფეხქვეშ! – რუკა Nike-ის სპორტული ფეხსაცმლის ძირებზე

23 May 2017

მთელი ქალაქი პირდაპირ შენ ფეხქვეშ, – სწორედ, ასე გამოიყურება Nike-ის ახალი სპორტული ფეხსაცმლის ძირები, რომლებიც სპეციალურად იმ სეგმენტისთვის შეიქმნა, ვისაც ღამით სირბილი და ქალაქის ქუჩებში მოწყობილ პატარა შეჯიბრებებში მონაწილეობა იზიდავთ. პარიზი, მადრიდი და სან-პაულუ, – ამ ქალაქების მთავარი ქუჩების რუკები ბრენდის ახალი ფეხსაცმლის ძირებზეა დატანილი. სარეკლამო კამპანიის შექმნაზე სააგენტო Y&R-მა იზრუნა და მომხმარებელს არაჩვეულებრივი, ფერადი პოსტერებიც შესთავაზა, რომლებზეც შესაძლოა ამ ქალაქების ღირსშესანიშნაობაც ამოიცნოთ.

განხილვა