in

მთის ძალების ძიებაში

წყალი „მთის“ ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე შარშან გამოჩნდა. „კოკა-კოლას“ ოჯახის ახალმა წევრმა McCann Tbilisi-ს მხარდაჭერით აიდგა ფეხი – სახელდება, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბრენდინგი, ეტიკეტი, ვიზუალური სტილი, პირველი კამპანია – ეს ყველაფერი კოვიდპანდემიის პირობებში ხორციელდებოდა. მალე, ბრენდი ერთი წლის ხდება, უფრო და უფრო იკრებს ძალას და მომხმარებელსაც კიდევ უფრო საინტერესო კომუნიკაციით ანებივრებს.

მთა ის ადგილია, სადაც განსხვავებული ძალები და კანონები მოქმედებს. სწორედ ამიტომაა, რომ მთა რაღაცებს თავისი პირვანდელი ფორმით, უცვლელად ინახავს. ანუ ყველაფრის პირველწყარო მთაში უნდა ვეძებოთ. მათ შორისაა წყალიც.

წყალი „მთის“ – ეს არის ახალი პროდუქტი „კოკა-კოლასგან“, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ ყველაფერი, რაც ასე უნიკალურია ქართული მთებისთვის და რაც მის რეალურ ძალას წარმოადგენს – ფლორა და ფაუნა, სოციოკულტურული ნორმები,  ფოლკლორული მემკვიდრეობა, მითოსი, კულინარია – გახადოს მეტად ხელმისაწვდომი და თანამედროვე საზოგადოებისთვის. ბრენდის მთავარი ლაიტმოტივია, რომ ესაა წყალი ისტორიული მეხსიერებით, თუმცა, იმავდროულად წყალი „მთის“ ბუნებრივად კონსერვირებულ სიძლიერეს თანამედროვე ცხოვრების სტილზე არგებს.

მოგეხსენებათ, მთაში რაიმეს სათანადოდ გამოსაკვლევად მხოლოდ წიგნებში არსებული ცოდნა არაა საკმარისი და საველე სამუშაოებიც აუცილებელია. სწორედ ამიტომ, საკომუნიკაციო კამპანიის ძირითად ფორმატად ექსპედიციები შეირჩა, რომელიც მიმდინარე ზაფხულს საქართველოს ორ ულამაზეს და იმავე დროს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მხარეში – თუშეთსა და მაღალმთიან აჭარაში გაკეთდა. კამპანიაზე იმუშავა McCann Tbilisi-მა, ვიდეოს გადაღებაზე კი ABK MTA-მ იმუშავა.

თუშეთის ექსპედიციას ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი და ფილოსოფოსი – ლევან ღამბაშიძე ხელმძღვანელობდა. ძირითად მიზანს თუშეთში გავრცელებული უძველესი თამაშობების კვლევა და მათი გათანამედროვებული სახით ადამიანებისთვის პრეზენტირება წარმოადგენდა, რასაც ექსპედიციამ წარმატებით გაართვა თავი. ლევანთან ერთად მაყურებელმა მთის უძველესი სპორტული სახეობები – „ჯრაქვაობა“ და „ქუდიკერიაობა“ აღმოაჩინა. „ჯრაქვაობა“ შეგვიძლია, თანამედროვე სამაგიდო თამაშების ერთგვარ წინაპრადაც მივიჩნიოთ, ხოლო „ქუდიკერიაობა“ მშვილდოსნობის ძველთუშური ნაირსახეობაა და სწორედ მისი დამსახურება უნდა იყოს ის, რომ თუში მეომრების ნასროლი მიზანს იშვიათად სცდებოდა.


რაც შეეხება მთიანი აჭარის ექსპედიციას, მისი ხელმძღვანელის, ცნობილი ფოტოგრაფის – გიორგი შერმაზანაშვილის, იგივე „შერმაზანას“ ძირითადი ამოცანა ამ რეგიონის ისეთი რაკურსით ჩვენება წარმოადგენდა, რომელიც ჯერაც არავის უნახავს. „შერმაზანას“ ვიზუალური ამბავთხრობის ტექნიკებით მაყურებელმა თავიდან გაიცნო ყველა ის ძალა, რაც ასე ავთენტურია ამ რეგიონისთვის – უნიკალური პორტრეტები, ადგილობრივი ლეგენდები, ღრუბლებით მოყოლილი დაუჯერებელი ისტორიები და ბევრი სხვა.


იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაცია აქტიურად იშლება სხვადასხვა მედია არხში, ბრენდი, ეტაპობრივად, იმკვიდრებს ქართული მთის მთავარი გულშემატკივრისა და მხარდამჭერის სტატუსს და უახლოეს მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს გვპირდება.

 

Credits:

სააგენტო – McCann Tbilisi

კრეატიული დირექტორი – გივი ქემოკლიძე

ქოფირაითერი – ზურა ჩაჩუა

პროექტის ხელმძღვანელი – თემო ბლუმგარდტი

ექაუნთ მენეჯერი – ვანო კურტანიძე

გადამღები კომპანია – ABK MTA

რეჟისორი – გოგა ანთიძე

ოპერატორი – ლომერ ახვლედიანი

ოპერატორის ასისტენტი – ნიკოლოზ საჩალელი

პროდიუსერი – გიორგი მაკალათია

დრონი – ზაალ წერეთელი

ტრანსპორტირება და უსაფრთხოება – გოგიტა ჩართოლანი, ანდრო ბურდული, ივა წიკლაური, დათო იდოიძე

 

[პარტნიორის კონტენტი]

Netflix, სავარაუდოდ, ახალ Pokemon სერიალზე მუშაობს!

გარეული ღორები იმდენივე ნახშირბადის გამოყოფას უწყობენ ხელს, რამდენსაც 1 მილიონი მანქანა