MIT-ის მკვლევრებმა ფაბრიკაციის ახალი ტექნიკა შექმნეს ჰაერის მიკრობოტებისთვის, რომლებსაც დაბალი ძაბვა, კარგი სიმძლავრე და გამძლეობა აქვს. მისი აქტივატორები ხელოვნური კუნთებია, რომლებიც საგრძნობლად აუმჯობესებს რობოტის დატვირთვას და საშუალებას აძლევს, 20 წამის განმავლობაში იყოს აქტიური, რაც ამ ტიპის რობოტებისთვის სიახლეს წარმოადგენს. რობოტის სხეული 4 ფრთისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს თავისი ამძრავი აქვს.
როგორც რობოტის შესახებ გადაღებულ ვიდეოშია ნათქვამი, ეს აქტივატორები ელასტომერის ფენებითაა აგებული და დამაგრებულია ორ უკიდურესად თხელ ელექტროდს შორის, რის შემდეგაც შეფუთულია ცილინდრში. ელექტროდები კუმშავენ ელასტომერს, როდესაც ძაბვა მიემართება ამძრავისკენ და მექანიკური დაძაბულობა ზემოქმედებს ფრთებზე, რის მერეც ისინი იწყებს ტრიალს.
კევინ ჩენი, რომელიც ასისტენტ-პროფესორი არის ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების განყოფილებაში, აღნიშნა, რომ ეს მიკრორობოტები გვიხსნის უამრავ შესაძლებლობას, რათა სამომავლოდ მათზე ელექტრო სიმძლავრის დაყენება შეიძლებოდეს. ადამიანები ფიქრობენ, რომ ასეთი რობოტები არ არის ისეთივე უნარიანი, როგორიც უფრო დიდი და მყარი რობოტები, მაგრამ გამომგონებლების მიზანია, დაანახონ სხვებს, რომ ასეთმა პატარა ქმნილებამაც კი, რომელიც გრამზე ნაკლებს იწონის, შეიძლება იფრინოს უშეცდომოდ.
რასაკვირველია, ამ ტიპის რობოტების შექმნა თავისებურ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული და ამ შემთხვევაში ეს იყო თხელი ელექტროდების ოპტიმიზაცია. ნახშირბადის ნანომილების მაღალი კონცენტრაცია ზრდის აქტივატორის სიმძლავრეს და ამცირებს ძაბვას, მაგრამ მას აქვს უნარი, ზიანი მიაყენოს ელასტომერს. ბევრი ცდისა და შეცდომის შემდეგ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ნანომილის ოპტიმალური კონცენტრაცია.
მეორე დაბრკოლება, რასაც ტექნიკური ჯგუფი გადააწყდა, იყო ბევრი ფენის რაოდენობა. რაც უფრო მეტი ფენა ემატებოდა, მით მეტი დრო სჭირდებოდა ამძრავს გასაშრობად, თუმცა ეს საკითხიც არ დარჩა დაუძლეველი. ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ნახშირბადის ნანომილების ელასტომერში გადატანა ამცირებს გამკვრივების დროს. აწევის ექსპერიმენტის დროს გამოჩნდა, რომ 20-ფენიანი ამძრავი, რომელსაც მოქმედებისთვის 500 ვოლტზე ნაკლები სჭირდება, თავისზე სამჯერ მძიმე საგანს ატარებდა.
პროექტის შემდეგი ნაბიჯი არის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) გამაძლიერებლების აშენება. მათი სუფთა ოთახში წარმოება აღმოფხვრის მტვრისა და ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ პრობლემებს და საშუალებას მისცემს, გამოიყენონ მეთოდები, რომლებიც უფრო ზუსტია, ვიდრე გამაცალკევებელი საფარი. ჩენი იმედოვნებს, რომ სისქეს მხოლოდ 1 მიკრომეტრამდე შეამცირებს, რაც, ამ მწერების ზომის რობოტებისთვის, ბევრ აპლიკაციას გახსნის.