in

ნახეთ: მცურავი ოფისები, როგორც დისტანციური მუშაობის მომავალი

ჩვენ ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ

ალბათ, ყველასათვის სასიამოვნოს სანაპიროზე განთავსებული ოფისები, მაგრამ რას იტყვით უშუალოდ წყალზე განთავსებულ ოფისზე? დისტანციურმა მუშაობამ და მოქნილმა ცხოვრების წესმა მრავალი ინოვაციური დიზაინის წინაპირობა შექმნა, როგორიცაა მცურავი ოფისი, რომელიც საუკეთესო გარემოსა და მაქსიმალურ კონფიდენციალურობას გთავაზობთ.

Zen Office-სთვის განკუთვნილი კონცეფციის შექმნაზე დიზაინერმა აგნიშკა ბიაჩეკმა იმუშავა. როგორც თავად ამბობს, შთაგონება “პანდემიური სეირნობის” დროს მიიღო, როდესაც მდინარე ვისტულას ნაპირზე იმყოფებოდა და ფიქრობდა, რამდენად კარგი იქნებოდა მცურავი ოფისი, რომელსაც ერთი კონკრეტული ადგილი არ ექნებოდა. სწორედ ასე ჩამოყალიბდა დღისით თუ ღამით მუშაობისათვის განკუთვნილი მოდულები – ის, შესაძლოა, რამდენიმე საათით დაიქირაონ საერთო შეხვედრებისთვის, პრეზენტაციის ჩასატარებლად ან უბრალოდ განსხვავებულ გარემოში სამუშაოდ.

არქიტექტურული სტრუქტურა რბილი, მომრგვალებული კიდეები და თანამედროვე იერსახე აქვს, რომელიც ბუნებრივ გარემოსთან კონტრასტულია, მაგრამ მაინც ავსებს მას. თანაც აღსანიშნავია, რომ ამგვარი გადაწყვეტით ნულამდე მცირდება კომუნალურო მომსახურების საჭიროება და არ ხდება ნიადაგის დეგრადაცია.

წყლის შროშანების მსგავსად, მოდულების ძირები მდინარის ფსკერზეა მიმაგრებული და ასევე, ყოველი მათგანი ერთმანეთს ქსელურად უკავშირდება. მათი 3D პრინტერით დაბეჭდვას სულ რაღაც რამდენიმე დღე სჭირდება – ამისათვის წყალგაუმტარი და გადამუშავებული/გადამუშავებადი მასალებია საჭირო, რათა მაქსიმალურად შემცირდეს გარემოზე ზემოქმედება.

კონცეფცია საშუალებას იძლევა, მუშაობა უფრო კომფორტული გახდეს. მოდულები ჩაშენებული ავეჯით არის აღჭურვილი და ბევრი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სივრცე იქმნება. “ჯერ კიდევ ძნელია იმ ცვლილებების განსაზღვრა, რომლებსაც კორონავირუსი არქიტექტურაში დანერგავს. თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ. კომპანიების უმეტესობისთვის დისტანციური მუშაობა ნორმად იქცა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, თანამშრომლებს სასურველი სამუშაო დროისა და ფორმის არჩევა შეეძლებათ” – ამბობს ბიაჩეკი.

რატომ უნდა ვისწავლოთ პროგრამირება „მზიურში“?

ნიუ-იორკის მცურავი პარკი “პატარა კუნძული” დღეს გაიხსნა!