in

ნიუ-იორკის მცურავი პარკი “პატარა კუნძული” დღეს გაიხსნა!

“პატარა კუნძული” ყველასათვის ფანტასტიკურ ოაზისად იქცევა…

ხუთ წლიანი მშენებლობისა და მრავალი პოლიტიკური არეულობის შემდეგ მდინარე ჰუდსონზე ჯადოსნური პარკი “პატარა კუნძული” მზად არის, რომ ნიუ-იორკელებს უმასპინძლოს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფერადი რენდერები ულამაზეს და მხიარულებით სავსე კუნძულის მოლოდინს გვიჩენდა… იგი აღწერილია, როგორც “ახალი საზოგადოებრივი პარკი, რომელიც ყველა ასაკის ნიუ-იორკელისთვის არის განკუთვნილი – ეს არის ბუნებითა და ხელოვნებით ტკბობის ადგილი. ინოვაციური მწვანე სივრცე, რომელშიც ღია გაზონები, წყნარი ბილიკები, საკომუნიკაციო სივრცეები და ღონისძიებების ჩასატარებელი ადგილებია”.

“პატარა კუნძულის” დიზაინერი თომას ჰედრევიკია, რომელიც Hudson Yards Vessel-ზეც მუშაობდა. პარკის ფორმა “წყალზე მცურავი ფოთლით” იყო შთაგონებული… შედეგად კი, 280 ბეტონის წყობისა და მასზე განთავსებული 132 ბეტონის “ტიტის” კონსტრუქცია შეიქმნა. რაც შეეხება ლანდშაფტს, მასზე სიგნი ნიელსენმა იმუშავა, რომელმაც 66 000-ზე მეტი ბოლქვი და 114 ხე დარგო.

პარკში უამრავი მწვანე ადგილია განსატვირთად, ულამაზესი ბაღები 350-ზე მეტი სახეობის ყვავილით, ხეებითა და ბუჩქებით. აქვე მოეწყობა ცენტრალური მოედანი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დასაჯდომი ადგილები, საკვები და სასმელი ობიექტებით, სახელწოდებით, “The Play Ground”.

“ვიმედოვნებ, რომ “პატარა კუნძული” ყველასათვის ფანტასტიკურ ოაზისად იქცევა, სადაც ხეტიალს და ყოველ ჯერზე სიხარულით გაკვირვებას შეძლებენ” – ამბობს ბარი დილერი, მილიარდერი დილერი, რომელმაც მცურავ პარკს $260 მილიონი საჩუქრად გადასცა.

როგორც ჩანს, პარკი თავის არსებობის პირველ ნაბიჯებს საკმაოდ აქტიურად იწყებს – უკვე წინასწარ არის განსაზღვრული უფასო თუ იაფი ღონისძიებებისა და ფესტივალების პროგრამა, მათ შორის, 687 ადგილიანი ამფითეატრი ივნისში უფასო სპექტაკლებს უმასპინძლებს. პარკის შემქნელების თქმით, კვირაში ექვსი დღე სპექტაკლებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს დაეთმობა, რაც “პატარა კუნძულს” ინტელექტუალურ თავშესაქცევად აქცევს.

საგანმანათლებლო პროგრამები შემოქმედებით სემინარებს მოიცავს, რომლებსაც “პატარა კუნძულის” პედაგოგი არტისტები ხელმძღვანელობენ. ამასთან ერთად, სხვადასხვა ბიბლიოთეკის წარმომადგენლი პარკს სისტემატურად ესტუმრება.

ნახეთ: მცურავი ოფისები, როგორც დისტანციური მუშაობის მომავალი

Body Shop-ის საერთაშორისო ფორუმზე, “Best Activist”-ის ჯილდო ირინა ადეიშვილმა მიიღო