in

მწვანე კომეტა ამჯერად მარსს უახლოვდება — როგორ ვუყუროთ?

მწვანე კომეტა, რომელიც ნეანდერტალელების შემდეგ, სულ რამდენიმე დღის წინ მიუახლოვდა დედამიწას, ახლა უკვე მარსთან გაივლის. კომეტა ZTF-სა და წითელი პლანეტის დანახვას გვერდიგვერდ ჩრდილოეთ ჰემისფეროში 10 და 11 თებერვლის ღამეს შეძლებთ. 

M2
M2

ახლა, როცა მთვარე ღამის ცას ტოვებს, ჩვენ დაახლოებით ერთ კვირამდე გვაქვს დარჩენილი, რომ ეს მშვენიერება საუკეთესოდ დავინახოთ, — აცხადებს დენ ბართლეთი, ღამის ფოტოგრაფი.

აქ კი გეტყვით, რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ იშვიათი ფერადი კოსმოსური სანახაობის მომსწრე გახდეთ. დიახ, ჩვენ გიპასუხებთ კითხვაზე:

როგორ უნდა დავინახოთ მარსი და კომეტა ZTF?

ამ კვირაში მარსი ცაზე საკმაოდ მაღლა გამოჩნდება, რაც მის კომეტის გასწვრივ დანახვას გაამარტივებს. თუმცა როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც მნიშვნელოვანია, ქალაქის ნათებებისგან რაც შეიძლება შორს წახვიდეთ. არც ბინოკლის წაღება დაგავიწყდეთ, რადგან შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა რთული იქნება.

კომეტის სიკაშკაშის წინასწარ განსაზღვრა საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. თუმცა ბინოკლებისთვის ამჯერად საკმარისად მკაფიოდ ჩანდა… შესაძლებელია, ტელესკოპებიც საჭირო გახდეს მწვანე კომეტის დასანახად იმ დროისთვის, როცა იგი მარსის გვერდით აღმოჩნდება. 

ამ „კოსმოსური წყვილის“ მდებარეობის დადგენაში EarthSky.com გვეხმარება და გვეუბნება, რომ ორიონის თანავარსკვლავედის მარჯვნივ არსებულ ნარინჯისფერ-წითელ სინათლეს უნდა დააკვირდეთ. დიახ, ეს მარსია. ამაში Sky Safari-ს აპლიკაციაც შეგიძლიათ დაიხმაროთ, შემდეგ თქვენი ბინოკლი მოიმარჯვეთ და კომეტას დააკვირდით, თუმცა უფრო მეტად ბუნდოვანი მარაოს ფორმის ობიექტი ეძებეთ.

იმისათვის, რომ მათზე დაკვირვება სწორ დროს მოახერხოთ, TimeandDate.com შეამოწმეთ, რათა ნახოთ, როდის ამოვა მთვარე იქ, სადაც თქვენ იმყოფებით. ხოლო, თუ მარსისა და კომეტის დაწყვილებაზე თვალყურის დევნება კომფორტულად თქვენი სახლიდან გირჩევნიათ, კარგი ამბავიც გვაქვს, ვირტუალური ტელესკოპის პროექტიამ მოვლენის გაშუქებას გეგმავს. 

ნახეთ: მოგზაური ფოტოგრაფების საუკეთესო კადრები

როგორ ითამაშებთ ჭადრაკს, ეს თქვენ ირგვლივ არსებულ ჰაერზეა დამოკიდებული — კვლევა