in

„მწვანე საქმე” – შშმ პირები გარემოს დასაცავად

ორგანიზაცია „მწვანე საქმე” 2018 წელს დაარსდა. თავად სახელწოდებაც გვკარნახობს, რომ დაარსების დღიდან მისი საქმიანობა ეკომეგობრულ აქტივობებს ითვალისწინებს. ამასთან ერთად, ის საშუალებას აძლევს შშმ პირებს, დასაქმდნენ და მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. „ყველას აქვს თავისი საკუთარი მზე და  ყველას აქვს უფლება თავისებურად ანათოს” – ეს ორგანიზაციის ლაიტმოტივია.

მწვანე საქმე საშაბათკვირო მომსახურებას ეწევა და, ასევე, აწყობს ექსკურსიებს, გამოფენებს, კულტურულ ღონისძიებებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გარემოს დაცვაა, ამიტომ ისინი თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ CENN-ის მიერ წამოწყებულ პლასტმასის შემცირების კამპანიაში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ნორვეგია უჭერდნენ მხარს.

იმისთვის, რომ ორგანიზაციას თავადაც მიეღო ზომები ამ საქმეში, დაიწყო აღრიცხვა, თუ რამდენ ერთჯერად ჭურჭელს იყენებდა კვირაში, რამდენი იყო საჭირო გასვლითი აქტივობებისთვის და ა.შ. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მაღალი იყო პლასტმასის მოხმარება და მწვანე საქმემ ცვლილებების დანერგვა განიზრახა. 

შედეგად, ექსკურსიებზე გადაწყვიტეს საკუთარი ჭურჭლით სიარული, ბენეფიციარების ოჯახის წევრებს ჩაუტარეს საინფორმაციო შეხვედრები ნარჩენების თემაზე და აცნობეს, თუ რა მავნე თვისებებია პლასტმასაში და რა დრო სჭირდება მის დაშლას გარემოში. 

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც მწვანე საქმემ თავისი „მწვანე” აქტივობებისთვის დაამკვიდრა, ნარჩენების გადამუშავებაა. მაგალითად, პლასტმასის ბოთლებისგან დეკორატიული ნივთები მზადდება, ხის ნაჭრებისგან სამზარეულოს დაფები საქართველოს კუთხეების თემატიკით, ქაღალდისგან დეკორატიული ფურცლები და ყდები მზადდება…ერთი სიტყვით, მთელი ორგანიზაცია ფოკუსირებულია ეკომეგობრულ საქმიანობაზე, რომელიც, ერთი მხრივ, შშმ პირების გარემოში ინტეგრაციას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, თავად გარემოს ზრუნვის კარგი მაგალითია.

ამ ვიდეოში ორგანიზაციის დამფუძნებელ გიორგი გაგანაშვილი ჰყვება, როგორ ზრუნავენ ის და მისი ბენეფიციარები გარემოზე.

„სოციალური თერაპიის სახლი” – გარემოზე ზრუნვის სანიმუშო ისტორია

Apple-მა ახალი ბიუჯეტური მოდელი iPhone 16e გამოუშვა!