in

მთვარეზე პირველი მეტავერსიული ბაზა იქმნება!

ვიზიტორებს შეუძლიათ, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი მთვარის როვერით მოინახულონ

იმისათვის, რომ Blue Origin-ის კოსმოსურ ხომალდზე აღმოჩნდეთ, სულაც არაა საჭირო ნახევარი მილიონის გადახდა — თქვენ შეგიძლიათ, ვირტუალური რეალობის სათვალე მოირგოთ და მთვარეზე პირველ მეტავერსიულ ექსპედიციას შეუერთდეთ…

“ახალი პრაღა მთვარეზე” —  ასე ეწოდება ჩეხეთის კოსმოსური კვირის ფარგლებში გახსნილ პირველ ვირტუალურ ბაზას ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე. ის ყველაზე მასშტაბურ მეტავერსიულ ლაბორატორია Virtuplex-შია განთავსებული. ბაზის დიზაინი შთაგონებულია Xtend Design-ის გლობალური მთვარის სოფლის კონცეფციებითა და NASA JPL-ის კოსმოსური არქიტექტორის, ტომას რუზეკის, კვლევითი სამუშაოებით. 

ბაზაზე ვიზიტორებს შეუძლიათ, ვირტუალური სკაფანდრები მოირგონ და დედამიწის ერთადერთი თანამგზავრი სპეციალური მთვარის როვერით მოინახულონ. ეს გახლავთ განსაკუთრებული დიზაინის მქონე კონცეპტუალური მანქანა, სახელწოდებით LUNIAQ. 

LUNIAQ-ის მთვარის ელექტრო მანქანაში ოთხი ასტრონავტი თავსდება. ამასთან, როვერის  მართვა შესაძლებელია დისტანციურად. მანქანის კონცეპტი ვიზუალურად Skoda-ს მოდელებითაა ინსპირირებული, ხოლო ტექნიკური ნაწილი NASA-ს მულტი-მისიონერულ კვლევით მანქანას MNSEV ეფუძნება. 

მართალია, მთვარის როვერის წინა მხარე Skoda-სთვის დამახასიათებელი დიზაინითაა შექმნილი, თუმცა მანქანის დიდი საქარე მინა არა ლამინირებული შუშისგან, არამედ გამჭვირვალე ალუმინისგანაა შექმნილი. ალუმინი მანქანის შიდა სივრცეს მიკრომეტეორებისგან, ხოლო ზედ გადაკრული პოლიეთილენის საფარი რადიაციისგან იცავს. 

LUNIAQ-ის თითოეულ მხარეს მოთავსებულია ლუქები, რომლებიც მანქანას ბაზაზე არსებულ ნებისმიერ მოდულზე შეერთების საშუალებას აძლევს. ამრიგად, ადამიანების მანქანაში მოთავსება, კოსმოსური სკაფანდრისა და მთვარეზე ფეხით გასეირნების გარეშე ხდება შესაძლებელი. იმის გათვალისწინებით, რომ LUNIAQ სრულად კონცეპტუალური მანქანაა, მასში გამოყენებული დეტალები იდეალურადაა მორგებული, როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ  საჭიროებებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მთვარის როვერი მზის ენერგიაზე მუშაობს – სახურავზე განლაგებული სპეციალური პანელები მზისგან მიღებულ ენერგიას ბატარეებში ინახავს. როვერის სახურავზე  განთავსებულია სტერეოსკოპიული კამერები, რელიეფის სკანირებისა და 3D გამოსახულების მისაღებად, მანქანის დისტანციური და ავტონომიური მართვისთვის. 

„მაგნიტში“ გრანდიოზული საიუბილეო გათამაშება დაიწყო

რენე მაგრიტის ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ ფასად, $60 მილიონად გაიყიდება!