in

მთვარეზე ქვის უცნაური ნიმუში აღმოაჩინეს

ატმოსფეროსა და ტექტონიკური ფილების არარსებობის პირობებში მთვარის ზედაპირი კვლავ კრატერებითა და მტვრითაა დაფარული… აი, ეს უკანასკნელი კი, შესაძლოა, გარკვეულ ინფორმაციებს მალავდეს ჩვენი მთვარის თანამგზავრი მაგნიტური ისტორიის შესახებ. ამჯერად მეცნიერთა გუნდმა უცნაურად ამრეკლავი მტვრით დაფარული ლოდები მთვარის იმ მხარეში აღმოაჩინა, რომელიც ჩვენთვის უკვე ცნობილია თავისი მახასიათებლებით, მათ შორის Reiner Gamma-ს მთვარის მორევით. 

M2
M2

შეცდომით თავიდან კი კრატერი ეგონათ, მაგრამ Reiner Gamma სიბრტყეა ჩრდილის გარეშე, რომელიც მკაფიოდ ანათებს მთვარის Oceanus Procellarum-ის ბნელ სივრცეში. რაც შეეხება მთვარის მორევებს, ამაზე ფიქრობენ, რომ მაგნიტური ქვებით წარმოიქმნება, რომლებიც მზის ქარის ნაწილაკებს გადახრის. ვარაუდობენ, რომ ეს მაგნიტური მასალა მზის ქარებისგან დაცულია და სწორედ ამიტომ შეგვიძლია მისი დანახვა დედამიწიდან. 

თუმცა აქვეა მეორე თეორიაც, რომლის თანახმადაც ამ მორევებს მთვარის ქერქში არსებული მაგნიტური ანომალიებისა და ელექტრულად დამუხტული მტვრის ნაწილაკების ურთიერთქმედების გამო ვიღებთ. კიდევ ერთი ჰიპოთეზაც გვაქვს, რომლის მიხედვითაც მაგნიტური ველები და მსგავსი მორევები, კომეტის ზემოქმედების შედეგად გამოდევნილი მასალისგან ჩამოყალიბდა. 

მეცნიერ ოტავიანო რუშსა და თავის კოლეგებს სწორედ ამის გარკვევა სურდათ, ამიტომ NASA-ს მთვარის ირგვლივ მოძრავი Lunar Reconnaissance Orbiter-ის დაახლოებით მილიონ სურათს გადახედეს — Reiner K კრატერში, სწორედ Reiner Gamma-ს მორევთან ახლოს ერთ ლოდი შენიშნეს, რომელიც სინათლეს იმისგან განსხვავებულად ირეკლავს, ვიდრე მანამდე ნანახი მტვრით დაფარული ლოდები.

ჩვენ შევამჩნიეთ ლოდი უჩვეულო მუქი სივრცეებით ერთ სურათში. ეს ქვა ძალიან განსხვავდებოდა სხვებისგან, რადგან ნაკლებ შუქს ფანტავს მზისკენ, – განმარტავს რუში.

მსგავსი ლოდების საპოვნელად მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს, ალგორითმმა კი მათ 130 000 შესაძლო ვარიანტი მიაწოდა, რომელთა ნახევარიც მკვლევრებმა ზედმიწევნით შეისწავლეს — ნაკლები არეკვლადობის მქონე ქვები Reiner Gamma-ს მაგნიტურ ანომალიასთან ახლოს იყო, მაგრამ Reiner K-ს კრატერში არსებული ყველა ქვა არ გახლდათ ასეთი უცნაური.

ამგვარად, მართალია, ეს ქვები კრატერის ზემოქმედების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას, მაგრამ მკვლევრები ეჭვობენ, რომ მათი უცნაური ამრეკლავი მახასიათებლები უფრო მეტად მტვრის თხელი ფენის გამოა, რომელიც ყველაზე არა, მაგრამ ამ ლოდების ნაწილზე გროვდება. ვარაუდობენ, რომ ამ მტვერს უნიკალური სიმკვრივე, ზომა და სტრუქტურა უნდა ჰქონდეს, თუმცა მათი თვისებები ჯერ კიდევ გაურკვეველია. 

შემდგომი ნაბიჯი კი იმ პროცესების შესწავლაა, რომლებიც მეცნიერებს აპოვნინებს კითხვაზე პასუხს, თუ როგორ ყალიბდება მთვარის მორევები… ამასობაში კი, ნასა და Johns Hopkins Applied Physics Laboratory-ის მკვლევრები ემზადებიან, რათა მთვარის ლენდერი Reiner Gamma-ზე გაგზავნონ და არსებული მაგნიტური ანომალიები შეისწავლონ. თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით განვითარდება, ეს ამ წელს უნდა მოხდეს…

Project Folie – მლესავი გოგოების ჯგუფი თქვენი ინტერიერისთვის

ჩაერთე Mastercard-ის ფინანსური განათლების პროგრამაში – რეგისტრაცია 30 იანვარს სრულდება