მთვარის ახალი მინერალის აღმოჩენა ჩინეთს, ამერიკისა და რუსეთის შემდეგ, მესამე ქვეყნად აქცევს, რომელმაც აქამდე უნახავი მთვარის „საბადო“ აღმოაჩინა. თანაც, მეცნიერებმა იგი ლაბორატორიაში 140 000 ნაწილაკს შორის იპოვეს.
ჩინეთმა პირველი ნიმუში 2020 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც Chang’e 5-ის მისია კოსმოსში გაუშვა. მთვარის მტვრის ნიმუშები დედამიწაზე იმავე წელს დააბრუნეს, სულ ახლახან კი ჩინეთის ეროვნულმა ბირთვულმა კორპორაციამ (CNNC) დაადასტურა, რომ მათ ახალი მინერალი აღმოაჩინეს და მას Changesite-(Y)-ც უწოდეს.
Changesite-(Y) ფოსფატის ელემენტად ითვლება, რომელიც მთვარის ბაზალტებში გვხვდება. მას უფერო კრისტალად აღწერენ და სვეტის ფორმა აქვს. კრისტალური ნივთიერების დიამეტრი კი 10 მიკრონია, რაც ადამიანის თმის მეათედს შეადგენს.
საინტერესოა ისიც, რომ ეს მეექვსე ახალი ელემენტი გახდება, რომელიც მთვარეზე აღმოაჩინეს. მნიშვნელოვანი ამბავიცაა, რადგან მსგავსად, მთვარის ევოლუციისა და წარმოშობის შესახებ უფრო მეტი რამ შეგვიძლია გავიგოთ.