მეცნიერებმა ვერდიქტი გამოტანილია და უკვე ვიცით, რისგან შედგება მთვარის ბირთვიო… კვლევამ დაადგინა, რომ მთვარის შიდა ბირთვი მყარი ბურთია, რომელსაც რკინის მსგავსი სიმკვრივე ახასიათებს. ამ მიგნებით კი ფიქრობენ, რომ ხანგრძლივ დებატებსაც დაასრულებენ იმის შესახებ, მთვარის გული მყარია თუ თხევადი. ასე მთვარის ისტორიისა და მზის სისტემის შესახებაც უფრო მეტს შევიტყობთ.
„ჩვენი შედეგები მთვარის მაგნიტური ველის ევოლუციას კითხვით ნიშნის ქვეშ აყენებს შიდა ბირთვის არსებობის გამო და მხარს უჭერს გლობალური მანტიის გადაბრუნების სცენარს, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციებს გვთავაზობს მზის სისტემის პირველ მილიარდ წელში მთვარის „დაბომბვის“ დროების შესახებ“, — აცხადებს ართურ ბრიაუდი, ასტრონომი.
იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაეგოთ მთვარის შემადგენლობა, ბრიაუდმა თავის კოლეგებთან ერთად მონაცემები კოსმოსური მისიებიდან და მთვარის ლაზერული ექსპერიმენტებიდან აიღო. ასე კი სურდათ, მთვარის სხვადასხვა მახასიათებელი დაედგინათ, მათ შორის მისი დეფორმაციის ხარისხიც, რომელსაც დედამიწასთან გრავიტაციული ინტერაქცია იწვევს, ჩვენი პლანეტიდან დაშორების ვარიაცია და მისი სიმკვრივე. შემდგომ კი მოდელირებას მიმართეს, რათა დაედგინათ, რომელი ემთხვეოდა ყველაზე მეტად დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს.
მკვლევრებმა რამდენიმე საინტერესო მიგნება შემოგვთავაზეს — პირველი, მოდელები, რომლებიც ყველაზე მეტად ესადაგებოდა იმას, რაც მთვარის შესახებ ვიცით, აღწერდა მთვარის მანტიის სიღრმეში აქტიურ ე. წ. გადაბრუნების პროცესს, ეს იმას ნიშნავს, რომ მთვარის შიგნით არსებული მყარი მასალა ცენტრისკენ მიიწევს და ნაკლებად მკვრივი მასალები ზედაპირისკენ. ამ აქტივობას კარგა ხანია იყენებენ მთვარის ვულკანურ რეგიონებში არსებული ზოგიერთი ელემენტის ასახსნელად. აღნიშნული კვლევა კი ამას კიდევ ერთ მტკიცებულებას მატებს.
აღმოჩინეს, რომ მთვარის ბირთვი ძალიან ჰგავს დედამიწის ბირთვს გარე თხევადი შრითა და მყარი შიდა ბირთვით. მათი მოდელირების მიხედვით, გარე ბირთვი 362 კილომეტრი რადიუსის მქონეა, ხოლო შიდა ბირთვის რადიუსი 258 კილომეტრს უდრის. ეს მთვარის მთლიანი რადიუსის დაახლობით 15%-ია. ამასთან, შიდა ბირთვს ერთ კუბურ მეტრზე 7822 კილოგრამის სიმკვრივე გააჩნია და ეს ძალიან ახლოა რკინის სიმკვრივესთან.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს NASA Marshall-ის მეცნიერის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც მსგავსი შედეგები აჩვენა — 240 კილომეტრი რადიუსის მქონე მყარი შიდა ბირთვი აღმოაჩინეს, რომელიც თითოეულ კუბურ მეტრზე 8000 კილოგრამ სიმკვრივეს გვთავაზობდა. ამიტომ, ბრიაუდის გუნდის ამბობს, რომ მათი შედეგები ადრეულ კვლევებს ადასტურებს და საკმაოდ ძლიერ სამხილებს წარმოადგენს დედამიწის მსგავსი მთვარის ბირთვისთვის, რასაც მნიშვნელოვანი გავლენებიც აქვს მთვარის ევოლუციაზე.
ჩვენ ვიცით, რომ მისი ჩამოყალიბებიდან მალევე მთვარეს ძლიერი მაგნიტური ველი ჰქონდა, რომელმაც კლება დაახლოებით 3.2 მილიარდი წლის წინ დაიწყო. ამგვარი მაგნიტური ველი ბირთვთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება, შესაბამისად, ბირთვის შემადგენლობა პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ როგორ და რატომ გაუჩინარდა მაგნიტური ველი.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ კაცობრიობას მთვარეზე დაბრუნების იმედი და სურვილი ადრეული პერიოდისთვის აქვს, არც იმის დრო გვაქვს, რომ ამ შედეგების სეისმურად დადასტურებას დიდხანს ველოდოთ…