in

მალე მთვარე წითლად შეიღებება — დაბნელება 82 წუთს გასტანს!

7-8 სექტემბერს დედამიწის, მთვარისა და მზის შემთხვევითი განლაგების შედეგად, ჩვენი პლანეტის დიდი ნაწილი მთვარის სრული დაბნელების წითელი შუქით დაიფარება. ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება 2022 წლის შემდეგ, რომელიც დაახლოებით საათსა და 22 წუთს გასტანს. სწორედ ამ პერიოდში მიიღებს დედამიწის თანამგზავრი მუქ სისხლისფერ შეფერილობას.

M2
M2

კიდევ უფრო საოცარს ამ ამბავს ის ფაქტი ხდის, რომ მისი დანახვა ავსტრალიიდან, აზიიდან, აფრიკიდან და ევროპიდან იქნება შესაძლებელი — გამოდის, 7 მილიარდ ადამიანზე მეტს ექნება სისხლისფერი მთვარის ხილვის შანსი. ამერიკელები, სამწუხაროდ, მათ შორის არ არიან, რადგან ამ დროს კონტინენტზე დღეა, თუმცა ჰავაის, ალასკასა და ბრაზილიის ნაწილს წითელი მთვარის ხილვის ალბათობა აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ მთვარის სრულად დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც დედამიწა მზესა და მთვარეს შორის სწორ ხაზზე თავსდება. ხოლო, როცა დედამიწა მთვარის წინ აღმოჩნდება, პლანეტა მზის სინათლის უმეტესობას ბლოკავს და მთვარის ზედაპირამდე აღწევს. სრულად გაუჩინარების ნაცვლად კი, ჩვენი ვერცხლისფერი მთვარე წითელ შეფერილობას იღებს.

ასე იმიტომ ხდება, რომ მზის სხივების მხოლოდ ნაწილს შეუძლია დედამიწის ატმოსფეროს გავლა მთვარემდე მისაღწევად, ესენი უმეტესად გრძელი, წითელი ტალღის სიგრძეებია, ხოლო უფრო მოკლე, ლურჯი ტალღის სიგრძეები ატმოსფეროში იფანტება. ჩათვალეთ, რომ ზუსტად იგივე მექანიზმია, რომელიც მზის ჩასვლისას ცას აწითლებს…

მთვარის წითლად შეღებვის პროცესი დაახლოებით 5-საათნახევარი გაგრძელდება, ჩვენი დროით 19:28 საათზე (15:28:25 GMT) დაიწყება და 00:55-ზე (20:55:08 GMT) დასრულდება. სრული დაბნელება კი 21:30 საათზე (17:30:48 GMT) მოხდება და 22:52 საათზე (18:52:51 GMT) დამთავრდება. 

სრულფასოვანი ვებსაიტი უფასოდ – Site Up კამპანია Web Features-ისგან

რა კავშირშია ნარჩენების გადამუშავება გარემოს დაცვის პრობლემებთან?