თუ მრავალი ჭკვიანი სპიკერი იმისთვის შექმნეს, რომ თქვენი ოთახის ინტერიერი უფრო მიმზიდველი გაეხადა, ამ შემთხვევაში დინამიკის ახალი კონცეფცია მთვარეზე მოგზაურობის შთაბეჭდილებასაც შეგიქმნით…
მინიმალისტური სტილის შესანარჩუნებლად, მას ღილაკებიც კი არ აქვს და ჩართვაც მხოლოდ სენსორებით არის შესაძლებელი. LUA დინამიკი — „მთვარე“, კოსმოსური ობიექტის დიზაინით. მის როგორც „ბნელ“, ისე „ნათელ“ მხარეს ასახავს და რადგან ჩვენ ყოველთვის მთვარის „ნათელ“ მხარეს ვხედავთ, სენსორებიც სწორედ ამ ნაწილზეა დამატებული.

ჭკვიანი სპიკერი იდეალური სფეროს ფორმისაც არ არის, „მთვარის“ ზედა და ქვედა ნაწილები სწორი და ბრტყელია. ზედა ნაწილზე შეხებით, მას მარტივადაც ჩართავთ. მეტიც, მასში მოთავსებული კომპიუტერული ტვინის წყალობით, კონკრეტულად რომელიმე ნაწილზე თითის დაჭერაც არ არის საჭირო. ხოლო „მთვარის“ დამუხტვას უსადენო დამტენით შეძლებთ, რომელზეც დინამიკის მოთავსება ჩვეულებრივ არის შესაძლებელი.
















