in

მთვარეს იმაზე დიდი კრატერი აქვს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ — კვლევა

მთვარის ისტორია მის ზედაპირზევე იკითხება, შესაბამისად, კითხვებზე პასუხების საპოვნელად მეცნიერებს უწევთ, კრატერები შეისწავლონ. მათ შორის ყველაზე დიდი და ძველი ე. წ. მონსტრი კრატერი აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე დიდი მხოლოდ მთვარეზე კი არა, მთლიან მზის სისტემაშია. 

M2
M2

South Pole-Aitken-ის კრატერი მთვარის ზედაპირის თითქმის მეოთხედს ფარავს, დიამეტრი კი 2 500 კილომეტრს შეადგენს. თუმცა მისი შესწავლა მარტივი არ გეგონოთ, თითქმის 4 მილიარდი წლისაა და უზარმაზარი, ამასთან, დრომ მასზე თავისი კვალი დატოვა… თუმცა, ეს რომ მთვარეზე ყველაზე დიდი კრატერია, მეცნიერებმა აქამდეც იცოდნენ, ახლა კი გამოავლინეს, რომ იგი, შესაძლოა, იმ გზით სულაც არ ჩამოყალიბებულიყო, რომელზეც აქამდე ფიქრობდნენ. მეტიც, უფრო დიდიც შეიძლება, იყოს.

უზარმაზარი ზომის გამო მისი ჰოლისტიკურად შესწავლა დიდი გამოწვევაა, ამიტომ მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ, მეტი გაიგონ მისი ფორმისა და ზომის შესახებ. ჩვენი ნაშრომი ბევრ არსებულ იდეას აყენებს გამოწვევის წინაშე, თუმცა ახლა ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ მთვარის ადრეული ისტორიისა და მისი ევოლუციის გაგებასთან, — აცხადებს ჰანეს ბერნარდტი, გეოლოგი. 

ადრე ფიქრობდნენ, რომ კრატერი რაღაც დიდ ობიექტთან შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა და უფრო ოვალის ფორმა ჰქონდა… ბერნარდტს კი სურდა, სიღრმისეულად შეესწავლა მისი გეოლოგიური მახასიათებლები, ამიტომ კვლევა 200 მთის მსგავს მახასიათებელზე ფოკუსირდა…

უფრო მომრგვალებული ფორმა მიგვითითებს, რომ, შესაძლოა, ობიექტი მთვარეს ვერტიკალურად დასჯახებოდა. მსგავსი ზემოქმედება გულისხმობს, რომ დარტყმისას მიღებული ნარჩენები უფრო თანაბრად არის გადანაწილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ Artemis-ის ასტრონავტებს ან რობოტებს სამხრეთ პოლუსის რეგიონში შეუძლიათ, ახლოდან შეისწავლონ მთვარის მანტიასა თუ სიღრმეში არსებული ქანები, რომლებზეც წვდომა ჩვენ არ გვაქვს, — განმარტავენ მეცნიერები.

ამგვარად, მკვლევრებმა უკვე იციან, რაზე ფოკუსირდნენ და ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს მასალები მოგვაწვდის ახალ ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა მთვარე… ხოლო, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, მზის სისტემაში არსებული მრავალი საიდუმლოც გამჟღავნდება.

Mercedes-მა ლეგენდარულ ლუის ჰემილტონს გამოსამშვიდობებელი კამპანია მიუძღვნა

Meta-მ LIama-ს ახალი მოდელი გამოუშვა