in

მთვარის ნიადაგს ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნა შეუძლია

სავარაუდოდ, მთვარეზე ცხოვრებას მალევე შევძლებთ

აღმოჩნდა, რომ მთვარის ნიადაგი ისეთ აქტიურ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც, შესაძლოა, მზის შუქსა და ნახშირორჟანგთან ერთად, საწვავის, წყლისა და ჟანგბადის წარმოებისთვის გამოვიყენოთ. გამოდის, მთვარის ნიადაგს ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნაც შეუძლია, რაც კოსმოსში ადამიანის ცხოვრების შანსებს გაზრდის… 

M2
M2

ჩვენი სტრატეგია მდგრად და ხელმისაწვდომ არამიწიერ საარსებო გარემოს სცენარს გთავაზობთ, ფართომასშტაბიანი კვლევისთვის დედამიწიდან რაც შეიძლება ნაკლებ მარაგს უნდა დავეყრდნოთ და ამის ნაცვლად, არამიწიერი რესურსები გამოვიყენოთ, — ამბობს იინფანგ იაო, მეცნიერი.

აქამდე შემუშავებული სტრატეგიები კი დედამიწიდან ენერგიის წყაროებს მაინც საჭიროებდა. მაგალითად, NASA-ს Perseverance Mars როვერს ჰქონდა ინსტრუმენტი, რომელიც ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნიდა, მაგრამ ამისთვის ბირთვული ბატარეა სჭირდებოდა. ამჯერად კი იაოს გუნდი იმედოვნებს, რომ კოსმოსში არსებული ორი რესურსის — მზის რადიაციისა და ნიადაგის გამოყენებას შეძლებს.

მეცნიერთა ჯგუფმა Chang’E-5-ის, ჩინეთის კოსმოსური ხომალდის, მიერ მოპოვებული მთვარის ნიადაგიც გააანალიზა და დაადგინა, რომ ის რკინითა და ტიტანით მდიდარ ნივთიერებებს შეიცავდა. ახლა კი იმედოვნებენ, რომ არამიწიერი ფოტოსინთეზის სისტემას შექმნიან და შემდეგ მას წყლის მისაღებად გამოიყენებენ. ამ უკანასკნელისთვის ასტრონავტების მიერ ამოსუნთქულ ნახშირორჟანგსაც შეაგროვებენ და წყალბადის დამატებით გარდაქმნიან. 

ამასთან, მსგავსი პროცესით ისეთ ნახშირწყალბადებს შექმნიან, როგორიცაა, მაგალითად, მეთანი. საბოლოოდ კი მას საწვავად გამოიყენებენ. ეს, ხარჯების მხრივ, საკმაოდ ეფექტური გზაც იქნება და მომავალში ადამიანთა მთვარეზე ცხოვრებას კიდევ უფრო შესაძლებელს გახდის. 

„მსგავსი სისტემის არსებობა კოსმოსის სიღრმისეული კვლევის, მაღალი ტექნოლოგიური მნიშვნელობისა და მეცნიერთა ინტერესის საგანია, რაც მთვარეზე ცხოვრებისა და მოგზაურობისთვის კარგ მატერიალურ საფუძველსაც შექმნის, — განმარტავენ კვლევის ავტორები.

როგორ მოიგო Leavingstone-ის გუნდმა Young Lions 2022-ის ოქრო?

Young Lions Georgia 2022-ის მარკეტერის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები